ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბზიფი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბზიფი
Бзыҧ
Bzyb village.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ბზიფი
კოორდინატები 43°13′51″ ჩ. გ. 40°22′43″ ა. გ. / 43.231083° ჩ. გ. 40.378778° ა. გ. / 43.231083; 40.378778
მოსახლეობა 1811[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ბზიფი (აფხ. Бзыҧ[2]; ყოფილი აბგაბორთა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[3].) — სოფელი და თემის ცენტრი გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთი, მდინარე ბზიფის შესართავთან. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე დაახ. 10 ათასი ადამიანი სახლობდა. დასახლება ამ მიდამოში ადრეულ შუასაუკუნეებში გაჩნდა. სოფელთან შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. გვიანდელ შუასაუკუნეებში ციხე-სიმაგრემ ფუნქცია დაკარგა და დასახლება თავადი ინალიფას მფლობელობაში აღმოჩნდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, XX ს. 30-იან წლებში აბგაბორთა ერქვა. 1930 წ. შედიოდა გაგრის რაიონის კოლდახვარის თემში. სახელწოდება აბგაბორთა აფხაზურია და „მგლის, მელიის სანახავ ადგილს“ ნიშნავს. 1948 წ. ბზიფი ეწოდა. 1949 წ. გაგრის რაიონში არსებობდა ბზიფის სასოფლო საბჭო.

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია IX-X სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის გალავნით შემოზღუდული ტაძარი და სასახლე. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 811 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 1 811 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. В. Е. Кәарҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
  3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: