ბზიფის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბზიფის ციხეციხესიმაგრე აფხაზეთში. მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. გალავანშემორტყმული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი ოთხ თავისუფალ მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს.

ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 422.
  • რჩეულიშვილი ლ., VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში, თბ., 2018

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]