ბზვანის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბზვანის მღვიმე
ბზვანის მღვიმე
ბზვანის მღვიმე
კოორდინატები: 42°03′03″ ჩ. გ. 42°36′05″ ა. გ. / 42.05083° ჩ. გ. 42.60139° ა. გ. / 42.05083; 42.60139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ვანის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 388 მ
სიგრძე 450 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვები
ბზვანის მღვიმე — საქართველო
ბზვანის მღვიმე

ბზვანის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის მიდამოებში. მდებარეობს სოფელ ბზვანის ჩრდილოეთით მდინარე ძულუხურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 388 მეტრზე. მღვიმის სიგრძე წარმოადგენს 450 მეტრს. მღვიმე თავდაპირველად 4 მეტრიანი ჭის სახით იხსნება, შემდეგ მასში ჩაღწევა 10 მეტრიანი ნაპრალის გავლითაა შესაძლებელი და მიემართება ჰორიზონტალურად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.

ვანის მუნიციპალიტეტში, აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო დაფიქსირებული. ეს ტერიტორია გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა. ადგილს სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს შესაძლებელია ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, რადგან ამ სოფელში არის, როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავდროულად ექსტრემალური მღვიმე.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობა კარსტულ მღვიმეს „ნავარსკვლავებს“ ეძახის, ზოგი კი მას „საქაჯეს“ უწოდებს. გადმოცემის თანახმად, ადრე ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა სიცარიელეში ქვებს აგდებდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათ „საქაჯია“. მეორე სახელწოდება „ნავარსკვლავები“ კი ლეგენდას უკავშირდება, რომელიც მოგვითხორობს იმის შესახებ, რომ, უახსოვარ დროში, ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, ამ ადგილას ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანია. საერთოდ, ამ უბანს „როდინას“ ეძახიან. ადგილობრივების თქმით, ეს ადგილი, როდინივით არის ჩავარდნილი და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა.

მღვიმის შესწავლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რელიეფი. თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტემენტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გეოგრაფიის დეპარტამენტის მაგისტრებთან და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგებთან ერთად შეისწავლა.

მღვიმე აღმოაჩინა და შესაბამისად მისი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა მოახდინა, მღვიმეში აგრეთვე ექსპედიცია ჩაატარა კლუბმა „თეთნულდმა“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]