შინაარსზე გადასვლა

ბეჰბუდ ხან ჯავანშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეჰბუდ ხან ჯავანშირი
ბეჰბუდ ხან ჯავანშირი
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივნისი 1918 – 26 დეკემბერი 1918
წინამორბედიფათალი ხან ხოისკი

დაბადებული12 (25) ივლისი, [1878]
ელზიავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი18 ივლისი, 1921
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
ეროვნებააერბაიჯანელი
დაკრძალულიაYahya Efendi Cemetery, სტამბოლი
პოლიტიკური პარტიამუსავათი, დიფაი
მამააზად-ხან ჯავანშირი
დედათამარა ჯავანშირი
განათლებაფრაიბერის სამთო აკადემია
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბეჰბუდ ხან ჯავანშირი (აზერ. Behbud xan Azad xan oğlu Cavanşir; 24 ივლისი, 1878, აზად ყარაყოიუნლუ, ჯავანშირის მაზრა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია18 ივლისი, 1921, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი (1918), აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

ბეჰბუდ ხან ჯავანშირი 1878 წლის 24 ივლისს სოფელ აზად ყარაყოიუნლუ, ჯავანშირის მაზრაში დაიბადა. მამამისი აზად—ხანი ყარაბაღის სახანოს დამაარსებლის პანაჰ ალი ხანის შვილთაშვილი გახლდათ.

1890 წლიდან 1898 წლამდე ბეჰბუდ ხანმა საშუალო განათლება ტფილისის რეალურ სკოლაში მიიღო.

1902 წელს გერმანიის ფრაიბურგის სამთო აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც 1906 წელს წარჩინებით დაამთავრა. იცოდა გერმანული ენა. შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, სადაც ერთი წლის განმავლობაში გაიუმჯობესა ინგლისური ენა[1].

1907 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა მუშაობა შიბაევის ნავთობის საბადოებში მთავარ ინჟინერად დაიწყო და საქველმოქმედო საზოგადოების წევრი გახლდათ.

1918 წლის 17 ივნისიდან მუშაობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო იმავე წლის 6 ოქტომბრიდან ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის პოსტს იკავებდა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში თურქულ-აზერბაიჯანულმა ჯარებმა ბაქო აიღეს, მთავრობა განჯიდან ბაქოში გადავიდა.

აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ბეჰბუდ ხან ჯავანშირმა მოახერხა პატიმრობის თავიდან აცილება, რაშიც მას ნარიმან ნარიმანოვმა დაეხმარა, და ბაქოს საბჭოთა ნავთობის საბადოებში ინჟინრად მუშაობდა.

ბეჰბუდ ხან ჯავანშირი 1921 წლის 18 ივლისს სტამბოლში, სასტუმრო „პერა პალასის“ მოპირდაპირედ, ოპერაცია „ნემესისის“ დროს, მოკლეს. მკვლელი სომეხი მისაკ თორლაკიანი იყო[2].