ბეხუშეს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეხჩო)

ბეხუშეს ციხე, ბეხჩო – შუაფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ისტორიულ შიდა ქართლში, მდინარეების პატარა ლიახვსა და ჩაბარუხისწყლის შესართავთან. ციხე კლდეზეა აშენებული და თითქმის ყოველი მხრიდან მიუდგომელია. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მისი სიგრძეა 50 მ., ხოლო სიგანე 25 მ. ციხის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის არქიტრავული შესასვლელი. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თემურლენგის ლაშქრობის დროს ქსნის ერისთავისა და კათოლიკოსის მთავარი თავდაცვითი პუნქტი იყო. შემორჩენილია ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბეხჩო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 352.
  • შიდა ქართლი I, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, თბ., 2002.