ბეხუშეს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბეხუშეს ციხე, ბეხჩო – შუაფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ისტორიულ შიდა ქართლში, მდინარეების პატარა ლიახვსა და ჩაბარუხის შესართავთან. ციხე კლდეზეა აშენებული და თითქმის ყოველი მხრიდან მიუდგომელია. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მისი სიგრძეა 50 მ., ხოლო სიგანე 25 მ. ციხის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის არქიტრავული შესასვლელი. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თემურლენგის ლაშქრობის დროს ქსნის ერისთავისა და კათოლიკოსის მთავარი თავდაცვითი პუნქტი იყო. შემორჩენილია ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]