ბეხნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეხნარი — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის ჩრდილოეთით. ძეგლი აღმოჩენილია 1957 წელს (დ. თუშაბრამიშვილი). განეკუთვნება ქვედა პალეოლითს (ადრინდელი ლევალუა-მუსტიეს ეპოქა).

მიწის ზედაპირზე მოპოვებულია ძირითადად ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. იარაღი ნაკეთებია თურონ-სენონის იარუსის მაღალხარისხოვანი მონაცრისფრო და მოყავისფრო ადგილობრივი კაჟისაგან. გვხვდება ერთფუძიანი, ორფუძიანი, ე. წ. „კუს ბაკნის“ მოყვანილობის ნუკლეუსები, ლევალუას ტიპის ანატკეცები, წვეტანები და ლამელები, მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა სახი სახოკები, მცირე ზომის ხელცულები, დისკოები, შუბისებური და საჩეხი იარაღი და სხვა; კაჟის მასალა გამოირჩევა მოყვათილო და მოვარდისფერო სქელი პატინით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თუშაბრამიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 420-421.