ბეწენწურების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეწენწურების კოშკიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეწენწურების განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოსთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით სწორკუთხაა (4,1 x 3,7 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები და მესამე სართულის კედლების დიდი ნაწილი. პირველი სართულის კედლებში შემორჩენილი საძელე ფოსოების მიხედვით, ამ სართულის გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილი კარის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. ჩრდილო კედლის შუა ნაწილში თაღოვანი ბუხარია, აღმოსავლეთ კედელში და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში — სათოფურები. მეორე სართულსაც ბრტყელი გადახურვა ჰქონია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ძელების ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]