ბექირ ბოზდაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბექირ ბოზდაღი
Bekir Bozdağ
ბექირ ბოზდაღიBekir Bozdağ
თურქეთის ვიცე-პრემიერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 19 ივლისი 2017
პრეზიდენტი   რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი   ბინალი ილდირიმი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი 2015 – 19 ივლისი 2017
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი
წინამორბედი ქენან იფექი
მემკვიდრე აბდულჰამით გიული

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 დეკემბერი 2013 – 6 მარტი 2015
პრეზიდენტი აბდულა გიული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
აჰმეთ დავუთოღლუ
წინამორბედი სადულაჰ ერგინი
მემკვიდრე ქენან იფექი

დაბადებული 1 აპრილი, 1965 (1965-04-01) (52 წლის)
აქდაღმადენი, იოზგათი თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი 2002იოზგათი
2007იოზგათი
2011იოზგათი
2015იოზგათი
პოლიტიკური პარტია სგპ
განათლება ულუდაღის უნივერსიტეტი
სელჩუკის უნივერსიტეტი
პროფესია თეოლოგი, ადვოკატი, პოლიტიკოსი
რელიგია სუნიტური ისლამი

ბექირ ბოზდაღი (თურქ. Bekir Bozdağ; დ. 1 აპრილი 1965, აქდაღმადენი, იოზგათი, თურქეთი)[1]თურქი თეოლოგი, ადვოკატი, პოლიტიკოსი და თურქეთის იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრობამდე 2011-2013 წლებში ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

პირველად 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სგპ-ს იოზგათის პროვინციიდან პარლამენტში აირჩიეს. ასევე 2007 და 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გახდა პარლამენტარი, ხოლო 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კონსტიტუციის 114-ე პუნქტის გამო დატოვა მინისტრის პოსტი, რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოზდაღი დაიბადა 1965 წლის 1 აპრილს იოზგათის პროვინციის ქალაქ აქდაღმადენში, მეჰმათ დურანის და ნურიე ბოზდაღის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, განათლება ულუდაღის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, ხოლო ამის შემდეგ სელჩუკის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. მაგისტრატურა ულუდაღის უნივერსიტეტში დაამთავრა. სწავლის დამთავრების შემდეგ ადვიკატად მუშაობდა.[3][4][5]

ბოზდაღი თავისუფლად ფლობს ინგლისურს და არაბულს. დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის 18 აპრილს ბოზდაღი ადგილობრივი არჩევნების დროს აქდაღმადენის გამგებლობის კანდიდატი გახდა. სგპ-ს შექმნის დროს იოზგათის ორგანიზაციის თავჯდომარის მოადგილე გახდა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩა პარლამენტის წევრად იოზგათის პროვინციიდან და მუშაობა სგპ-ს შიგნით სხვადასხვა თანამდებობაზე.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]