ბექთაშ-ხან გურჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბექთაშ ხან გურჯი (სპარს. بکتاش خان گرجی; დ. 1594 — გ. 1639) — სეფიანთა იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, გვარად მირიმანიძე. ბაღდადის მმართველი 1631-1638 წლებში, შაჰ-სეფი I-ის მმართველობის პერიოდში. ბიძამისი იყო-მირმან მირიმანიძე იგივე სეფიყული-ხანი. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებში ოსმალეთსა და უზბეკეთში. ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომის პირველ ეტაპზე წარმატებით უსარდლა სპარსელთა არმიას, 1626 წელს სამცხის აღმ.ნაწილიდან განდევნა ოსმალები, თუმცა 1632 წლიდან ვითარება შეიცვალა. ოსმალთა მთავარი სამიზნე ქალაქი ბაღდადი იყო. 1634 წელს მურად IV-მ განაახლა ომი სეფიანებთან არაბული ერაყის ხელში ჩასაგდებად. გარკვეული წარმატებების შემდეგ ოსმალები ბაღდადს მიადგნენ. 1638 წლის დეკემბერში ქალაქი დაეცა. ბექთაშ ხანმა თავს გაქცევით უშველა. გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ, 1639 წელს. ზოგიერთი ირანელი ისტორიკოსის ცნობით, ის სეფი I-მა სიკვდილით დასაჯა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Maeda, Hirotake (2003). "On the Ethno-Social Background of Four Gholām Families from Georgia in Safavid Iran". Studia Iranica (32): 1–278