ბეტი კატბერტი
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 აპრილი, 1938[1] [2] |
დაბ. ადგილი | სიდნეი |
გარდ. თარიღი | 6 აგვისტო, 2017[3] [4] [1] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | მონდურაჰი[5] |
სიმაღლე | 169[5] |
წონა | 57[5] |
ქვეყანა | ავსტრალია |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ვიქტორიის საპატიო ქალების სია[6] , ავსტრალიის ცოცხალი ეროვნული განძი, IAAF Hall of Fame[7] , Athletics Australia Hall of Fame, Companion of the Order of Australia[8] და Member of the Order of Australia[9] |
ელიზაბეტ ელაიზ კატბერტი (20 აპრილი, 1938 – 6 აგვისტო 2017) — ავსტრალიელი მძლეოსანი და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი.[10] მას მეტსახელად ავსტრალიის „ოქროს გოგო“ შეარქვეს.[11] კარიერის განმავლობაში დაამყარა მსოფლიო რეკორდები 60 მეტრზე, 100 მეტრზე, 200 მეტრზე, 220 იარდზე და 440 იარდზე სირბილში. კატბერტი ასევე მონაწილეობდა ავსტრალიის ესტაფეტის გუნდებში. მან გაიმარჯვა 4 × 100 მეტრზე, 4 × 110 მეტრზე, 4 × 200 მეტრზე და 4 × 220 იარდზე ესტაფეტებში. კატბერტს გამორჩეული სირბილის სტილი ჰქონდა - სირბილისას მუხლს მაღლა წევდა ფართოდ ღია პირით დარბოდა.[12] 1998 წელს დასახელდა ავსტრალიის ეროვნულ საგანძურად. შეიყვანეს ლეგენდად ავსტრალიის სპორტის დიდების დარბაზში 1994 წელს და ავსტრალიის მძლეოსნობის დიდების დარბაზში 2000 წელს.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატბერტი დაიბადა ლესლისა და მერიონის ოჯახში, მის არაიდენტურ ტყუპ დასთან,[13] მერი „მიჯთან“ ერთად. მას ასევე ჰყავდა კიდევ ერთი და, ჟანი და ძმა, ჯონი.[14][15][16] კატბერტი მერიზე 20 წუთით ადრე დაიბადა.[17] მიჯის თქმით, ტყუპები არ იყვნენ ერთნაირები, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ახლო კავშირი ჰქონდათ.[13] ბაგა-ბაღის მეპატრონეების ქალიშვილი კატბერტი დაიბადა მერილენდში, ახალ სამხრეთ უელსში და გაიზარდა სიდნეის გარეუბანში ერმინგტონში, სადაც სწავლობდა ერმინგტონის საჯარო სკოლაში.[18] თავისი აღზრდის შესახებ კუტბერტმა ყვებოდა: „ჩემი მშობლები ყოველთვის მამხნევებდნენ და კარგი ოჯახური ცხოვრება მქონდა. ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ ნივთების და სხვა ადამიანების პატივისცემას“.
ბეტის დედა მერიონი ეკლესიაში დადიოდა და ოთხი შვილი საკვირაო სკოლაში გაგზავნა.[19] კატბერტმა ჩააბარა პარამატტას სამეცნიერო სკოლაში. სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და საოჯახო ბაგა-ბაღში დაიწყო მუშაობა.[15]
სპორტული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატბერტი იყო დასავლეთ გარეუბნის ათლეტური კლუბის წევრი.[10] 18 წლის ასაკში, 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს, რომელიც მელბურნში ჩატარდა, კატბერტმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი 200 მეტრზე, რითაც იგი ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. კატბერტი პირველად 100 მეტრზე სირბილის ფინალში გავიდა, დაამყარა ოლიმპიური რეკორდი - 11,4 წამი, ხოლო ასპარეზს ავსტრალიელი მსოფლიო რეკორდსმენი შირლი სტრიკლენდი გამოეთიშა.
კატბერტმა მოიგო ფინალი და 200 მეტრზე სპრინტის ტიტულის მთავარი ფავორიტი გახდა. მან გაამართლა მოლოდინი და გახდა ავსტრალიელი „ოქროს გოგო“. მესამე ოქროს მედალი კატბერტმა 4 × 100 მეტრზე ესტაფეტის ფინალში მოიპოვა, სადაც ავსტრალიის გუნდმა დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი.
1958 წელს კატბერტმა დაამყარა მსოფლიო რეკორდები 100 და 220 იარდზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში დაამარცხა მთავარმა მეტოქემ და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანმა მარლენ მეთიუსმა ავსტრალიის ჩემპიონატზე. მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ, 1958 წლის ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობის თამაშებზე კარდიფში, უელსი, კატბერტმა მეოთხე ადგილი დაიკავა 100 იარდზე და მეორე ადგილი 220 იარდზე სირბილში, ისევ მეთიუსის უკან.
ბეტიმ დაამხო მსოფლიო რეკორდი 440 იარდზე, რომელიც 1959 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირის სპორტსმენმა მარია იტკინამ დაამყარა.[20]
1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ, კატბერტმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი 220 იარდსა და 200 მეტრზე 23,2 წამით, რითაც გაიმარჯვა ავსტრალიის ჩემპიონატში. რომის თამაშებზე მან ტრავმა მიიღო და 100 მეტრზე სირბილს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. შემდგომში მან ძლეოსნობის კარიერა დაასრულა.
მისი პენსია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან კატბერტი დაბრუნდა 1962 წლის ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობის თამაშებზე პერტში, დასავლეთ ავსტრალიაში და დაეხმარა ავსტრალიას ესტეფეტის შეჯიბრში ოქროს მედლის მოპოვებაში.
ამის შემდეგ, იგი კონცენტრირდა 400 მეტრზე სირბილში და გამოვიდა 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ტოკიოში. ეს დისტანცია 1964 წელს პირველად იყო ქალთა ოლიმპიურ პროგრამაში. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ აჩვენა შტამბეჭდავი შედეგი შესავალ ეტაპებზე, კატბერტმა მოიპოვა ტიტული და თავისი მეოთხე ოლიმპიური ოქროს მედალი. მან დაამარცხა ბრიტანელი სპორტსმენი ენ პაკერი და დაამყარა ახალი ოლიმპიური რეკორდი - 52.01 წმ.[21] ის არის ერთადერთი ოლიმპიელი, რომელმაც მოიპოვა ოქროს მედალი ყველა სპრინტისდისტანციაზე: 100, 200 და 400 მეტრზე. 1964 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მან კარიერა დაასრულა. ასევე 1964 წელს მიიღო ჰელმსის ჯილდო თავისი სპორტული წვლილისთვის.[22]
მას წვრთნიდა ჯუნ ფერგიუსონი, თავისი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი საშუალო სკოლაში.[23][15]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატბერტი გარდაიცვალა 2017 წელს, 79 წლის ასაკში,[24][25] მანდურაში.[26] იგი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.[27] რონდა გილამმა, 78 წლის დასავლეთ ავსტრალიელმა სამი შვილის დედამ, თავისი ცხოვრების ბოლო 26 წელი მიუძღვნა კატბერტზე ზრუნვას.[16] გილამმა თქვა, რომ კატბერტს სმენაც დაუქვეითდა.[28] კატბერტის ტყუპმა დამ, მიჯ ჯონსტონმა თქვა, რომ ბეტი ბოლო წლებში ებრძოდა დემენციას, და ნერვიულობდა, რომ ბეტი ვეღარ გახსენებდა მას, მაგრამ ბეტი ყოველთვის ამბობდა „მიჯ, რა თქმა უნდა, მე შენ მახსოვხარ“.[29]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Betty Cuthbert at the Athletics Australia Hall of Fame
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Discogs — 2000.
- ↑ Athletics Australia — 1897.
- ↑ Olympic champion Betty Cuthbert dead at 79 — Sydney: Fairfax Media, 1831. — ISSN 0312-6315
- ↑ La championne olympique Betty Cuthbert est décédée
- ↑ 5.0 5.1 5.2 Olympedia — 2006.
- ↑ https://www.vic.gov.au/betty-cuthbert-ac-mbe
- ↑ https://www.iaaf.org/athletes/hall-of-fame#
- ↑ Australian Honours Search Facility
- ↑ Australian Honours Search Facility
- ↑ 10.0 10.1 Betty Cuthbert. ციტირების თარიღი: 7 August 2017
- ↑ Goldstein, Richard (2017-08-06). „Betty Cuthbert, Australia's 'Golden Girl' of Track and Field, Dies at 79“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2017-08-09.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ 13.0 13.1 Subscribe | theaustralian. ციტირების თარიღი: 2017-08-09
- ↑ „I Run Again“. The Australian Women's Weekly. 47 (14). Australia. 5 September 1979. p. 16. ციტირების თარიღი: 8 August 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Lennon, Troy (7 August 2017). „Betty Cuthbert overcame injuries to come back and win a fourth gold medal“. Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 7 August 2017.
- ↑ 16.0 16.1 Dalton, Trent (9 May 2015). „Betty Cuthbert, multiple sclerosis and the gift of Rhonda Gillam“. Weekend Australian Magazine. ციტირების თარიღი: 7 August 2017.
- ↑ „Betty Cuthbert, 'Golden girl' who ran into the history books“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). 2017-08-07. ციტირების თარიღი: 2017-08-07.
- ↑ Bartok, Di. (21 June 2010) Betty Cuthbert returns to Ermington for honour. Parramatta Advertiser. ციტატა: „Attending were members of her family, including twin sister Marie Johnson“ ციტირების თარიღი: 22 March 2012and she had some kids and you do not want to know how to make kids
- ↑ Still running for God - creation.com en. ციტირების თარიღი: 2017-08-07
- ↑ „Miss Cuthbert Loses Record“. The Age. 15 September 1959. ციტირების თარიღი: 15 August 2011.
- ↑ Progression of World best performances and official IAAF World Records. IAAF.
- ↑ Betty Cuthbert. Sports ReferenceLLC. ციტირების თარიღი: 12 May 2015
- ↑ June Ferguson. ციტირების თარიღი: 7 August 2017
- ↑ „Australian Olympic great Betty Cuthbert dies: reports“. SBS News, AAP. 7 August 2017. ციტირების თარიღი: 7 August 2017.
- ↑ „Olympic champion Betty Cuthbert dead at 79“. Sydney Morning Herald. 7 August 2017.
- ↑ „Betty Cuthbert offered state funeral“. Shy News. 7 August 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2017. ციტირების თარიღი: 7 August 2017.
- ↑ Browne, Rachel (2017-08-07). „Australian Olympic legend Betty Cuthbert has died“. Daily Liberal (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-08-07.
- ↑ „Suffering over, Betty Cuthbert leaves a golden legacy“. The West Australian (ინგლისური). 2017-08-08. ციტირების თარიღი: 2017-08-09.
- ↑ „Cuthbert: Our greatest athlete?“. ციტირების თარიღი: 2017-08-07.