შინაარსზე გადასვლა

ბეტი ბაკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეტი ბაკლი
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1947 (1947-07-03) (77 წლის)
ბიგ სპრინგი, ტეხასი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1964-დღემდე

ბეტი ლინ ბაკლი (ინგლ. Betty Buckley დ. 3 ივლისი, 1947, ბიგ-სფრინგი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ტონის ჯილდოს გამარჯვებული და ორგზის ნომინირებული ემის ჯილდოზე, ასევე ორ გრემის ჯილდოსა და Olivier Awards-ზე.

ბაკლიმ 1983 წელს მოიგო ტონის ჯილდო მიუზიკლში საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის. ბაკლიმ ითამაშა სერიალში Eight Is Enough 1977 წლიდან 1981 წლამდე, ასევე 1976 წლის ფილმში Carrie, სადაც ჰქონდა სპორტული დარბაზის მასწავლებლის მისის კოლინზის როლი.1988 წელს განაგრძო კერი უაიტის დედის, მარგარეტის როლი, ბროდვეის მუსიკალურ ვერსიაში. მის ნამუშევრებში, ასევე, შედის როლები: დიქსი სკოტი ფილმში Tender Mercies (1983), სონდრა უოკერი ფილმში Frantic (1988), ქეითი Another Woman-ში (1988) და ქალბატონი ჯონსი ფილმში The Happening (2008). მან მიიღო სატურნის ჯილდოს ნომინაცია დოქტორ კარენ ფლეტჩერის როლისთვის 2016 წელს ფილმში Split. მისი სატელევიზიო როლები მოიცავს სერიალებს Oz (2001–03) და Preacher (2018).

ბეტი ლინ ბაკლი დაიბადა ბიგ სპრინგში, ტეხასი და გაიზარდა ფორტ უორტში, ტეხასი, ბეტი ბობის (მოცეკვავე და ჟურნალისტი) და ერნესტ ლინ ბაკლის (აშშ-ს საჰაერო ძალების გადამდგარი ლეიტენანტი პოლკოვნიკი) ოჯახში. ის მათი ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსია. მას ჰყავს სამი ძმა. ტეხასის ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტობისას ის იყო Zeta Tau Alpha-ს წევრი. 1966 წელს მას "მის ფორტ უორტის" წოდება მიენიჭა და მის ტეხასის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ბაკლი მაშინ მიიწვიეს მის ამერიკის კონკურსზე ატლანტიკ სიტიში, სადაც ის ნიჭიერმა სკაუტმა შენიშნა. 1969 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც მან მიიღო მართა ჯეფერსონის როლი.

ბეტი ბაკლი ცნობილი გახდა 1977–1981 წლების სატელევიზიო დრამით Eight Is Enough. იგი შეუერთდა შოუს მეორე სეზონში, როდესაც თავდაპირველი ვარსკვლავი, დიანა ჰაილანდი გარდაიცვალა პირველი სეზონის პირველი ოთხი ეპიზოდის შემდეგ, ასევე გარდაიცვალა მისი პერსონაჟი ჯოან ბრედფორდი. ბაკლი ასრულებდა ქვრივის როლს, რომელიც გახდა რვა ბავშვის დედინაცვალი

ბაკლი გამოჩნდა Carrie-ის ორიგინალურ კინოვერსიაში 1976 წელს, მისის კოლინზის როლით. 1977 წელს მან ჩაწერა სოლო სიმღერაზე "Walking in Space", ფილმში "Hairs".

მან მიიღო ორი ემის ჯილდოს ნომინაცია, როგორც საბავშვო პროგრამის საუკეთესო შემსრულებელმა NBC Special Treat - Bobby and Sarah-სა (1984) და ABC Afterschool Special - Taking a Stand -სთვის(1989).

მისი ეკრანული როლები 1980-იან წლებში მოიცავს ბრიუს ბერესფორდის ფილმს Tender Mercies, სადაც მან ითამაშა ქანთრი მუსიკის მომღერალის როლი და იმღერა Academy Award-ზე ნომინირებული სიმღერა "Over You". იგი ასევე გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „სხვა ქალი“ (1988), რომან პოლანსკისFrantic“-ში (1988) და ლოურენსის კასდენისWyatt Earp“-ში (1994).

2001 წლიდან 2003 წლამდე მან ითამაშა HBO-ს სერიალში Oz.

მას ასევე აქვს მონაწილეობა მიღებული უამრავ სატელევიზიო სერიალში, მათ შორის Without a Trace, Law & Order: Special Victims Unit და Monk. მან მონაწილეობა მიიღო საშობაო სპეციალურ სერიაში Remember WENN, სადაც იმღერა "You Make It Christmas". ის გამოჩნდა როგორც მარიონ ლეკი, რობერტ ლეკის დედა HBO-ს სერიალში The Pacific, რომელიც 2010 წელს გავიდა ეთერში.

ასევე 2010 წელს, იგი გამოჩნდა Melrose Place-ის მე-18 ეპიზოდში. მან ასევე მიიღო მონაწილეობა Fox-ის სერიალის The Chicago Code-ის ეპიზოდში. ის იყო მოწვეული ვარსკვლავი სერიალში Pretty Little Liars, როგორც რეგინა მარინი. 2008 წელს ბაკლიმ ითამაშა ქალბატონი ჯონსი M. Night Shyamalan-ის The Happening-ში. 2017 წელს ბაკლი იყო M. Night Shyamalan's Split-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი. ფილმი იყო ნომერ პირველი ფილმი სალაროებში სამი კვირის განმავლობაში.[1]

მისი სხვა სატელევიზიო ტიტულები მოიცავს მეგის დედის როლს The Leftovers-ში და 2017-2021 წლებში ბეტი, ასევე, გამოჩნდა სერიალის Supergirl-ის ხუთ ეპიზოდში.[2] ბაკლი ასევე მონაწილეობდა სერიალ Preacher-ის მესამე სეზონში.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Barnes, Brooks (5 February 2017). 'Split' Tops Box Office Again as 'Rings' Falters“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  2. Supergirl (TV Series 2015–2021) - IMDb.
  3. AMC Announces New Preacher Cast Members for Season 3 en-US. ციტირების თარიღი: 2019-01-05