ბეტანკურის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეტანკურის ხიდი
რუს. Мост Бетанкура
SPB Betancourt Bridge asv2018-07.jpg
კოორდინატები: 59°57′20″ ჩ. გ. 30°15′53″ ა. გ. / 59.95556° ჩ. გ. 30.26472° ა. გ. / 59.95556; 30.26472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია პატარა ნევა
სიგრძე 1227 
სიგანე 38 
გზის ხაზების რაოდენობა 6
გახსნის თარიღი 2018 წ.
ბეტანკურის ხიდი — რუსეთი
ბეტანკურის ხიდი
ბეტანკურის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ბეტანკურის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ბეტანკურის ხიდი[1][2][3] (რუს. Мост Бетанкура) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს დეკაბრისტებისა და პეტროგრადის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 1227 მეტრი, ხოლო სიგანე — 38 მეტრი.

ხიდი მოძრაობისათვის გაიხსნა 2018 წლის 13 მაისს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესა ამ არქიტეტურულ ნაგებობას უწოდებს „ხიდი კუნძულ სერნისთან“.

2017 წლის 24 ნოემბერს შედგა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან არსებული ტოპონიმიკური კომისიის სხდომა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქის ადმინისტრაციაში გაეგზავნათ სარეკომენდაციო გადაწყვეტილება ეწოდებინათ ხიდისთვის „ხიდი სერნის კუნძულთან“ და ამასთან ერთად გამოეყენებინათ ასევე რუსეთში საინჟინრო განათლების ორგანიზატორის, მრავალი რუსული შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის ავგუსტინ ბეტანკური სახელი. საბოლოოდ ხიდს უწოდეს თანამედროვე სახელი[3].

2018 წლის 29 მარტს ხიდს ოფიციალურად უწოდეს ბეტანკურის ხიდი[4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის მშენებლობა „ხიდმშენებელ დანაყოფ № 19“-ს ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა დაეწყო, კონკურსში გამარჯვებული პროექტის ღირებულება შეადგენდა 10 მლნ. რუბლს. კომპანია გეგმავდა ასო S-ს მსგავსი ხიდის აგებას, თუმცა 2009 წელს კონტრაქტი გაყინეს, ხოლო 2011 წელს — გააუქმეს.

2012 წლის 18 ივლისს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ განაცხადა პროექტის აღდგენის აუცილებლობის შესახებ 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის მზადების პროგრამის ფარგლებში. ხიდის მშენებლობის დასრულების ახალ ვავად გამოაცხადეს 2017 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]