ბესტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესტერი
ჰიბრიდული წარმოშობა
Huso huso × Acipenser ruthenus
წარმოშობა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ

ბესტერი (რუს. Бестер) — თევზების გვართაშორისი ჰიბრიდი, ცქვრინისა და სვიის ნაჯვარი. მიღებულია 1952 წელს სსრკ-ში, ხელოვნური განაყოფიერების გზით. თავის ქალის ძვლების ფორმით უფრო მეტად სვიას ჰგავს. სიგრძეში აღწევს 180 სმ-ს, რა დროსაც მასა 30 კგ-ზე მეტია. ნაყოფიერია. მასში შეხამებულია ძვირფასი თვისებები: სვიისათვის დამახასიათებელი სწრაფი ზრდა და ცქვრინისათვის დამახასიათებელი ადრეული სქესობრივი სიმწიფე. წარმატებით გამოიყენება მეთევზეობაშიაზოვის ზღვაში, წყალსაცავებზე და ტბორულ მეურნეობებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Решетников Ю. С. Бестер // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 434.