შინაარსზე გადასვლა

ბესარიონ წერედიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბესარიონ წერედიანი (დ.1901, მესტია, ლატალი — გ.1938, 14 იანვარი) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, ფილოსოფოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის ფაკულტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი. იგი პირველი ლატალელი და ზემო სვანეთიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო და დაამთავრა ორი ფაკულტეტი. იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან დაწერა ვრცელი გამოკვლევა სპინოზას ფილოსოფიაზე, რომლის ძირითადი ნაწილი ჩეკას დროს განადგურდა, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი. 1937 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს 1938 წლის 14 იანვარს. იგი ცნობილი იყო, როგორც "მთის არწივი" ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე.

  • სვანეთი და სვანები, ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი, თბილისი, 2014, გვ.438

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]