ბესარიონ ყავრიშვილი
| ბესარიონ ყავრიშვილი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 2 (14) მარტი, 1895 ან 14 მარტი, 1895[1] |
| დაბ. ადგილი | მანგლისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 8 იანვარი, 1943[1] (47 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] |
| მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბესარიონ ივანეს ძე ყავრიშვილი (დ. 14 მარტი [ძვ. სტ. 2 მარტი], 1895, სოფელი მანგლისი, თბილისის მაზრა, — გ. 8 იანვარი 1943, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. პროფესორი (1935), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1940).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1918 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოგრაფიულ კათედრაზე ასისტენტად, 1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი გეოგრაფიის და ანთროპოლოგიის კათედრის ასისტენტი იყო, 1936 წლიდან კი — ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრის გამგე.
კითხულობდა ჰიდროლოგიის, ჰიდრომეტრიის, სსრკ-ისა და კაპიტალისტური ქვეყნების ფიზიკური გეოგრაფიის ლექციების კურსს. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა აგრეთვე ქუთაისისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ბესარიონ ყავრიშვილი არის ჰიდროლოგიის ფუძემდებელი საქართველოში და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მდინარეთა ჰიდროლოგიის კურსი, ტფილისი, 1932;
- საქართველოს ჰიდროლოგიური ისტორიის შესწავლისათვის, <საქ. სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები> 1958;
- Физико-географическое описание бассейна реки Кция-Храм, 1931;
- Ландшафтно-гидрологические зоны Грузинской ССР, 1955.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლილუაშვილი, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 468.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 607.
- გაიპარაშვილი, ზ., ლილუაშვილი, მ. „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომები 1917-1926“, თბილისი, 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.