შინაარსზე გადასვლა

ბესარიონ ზოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბესარიონ ინუსის ძე ზოიძე (დ. 27 ივნისი, 1953, სოფ. დაბაძველი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი. იურიდიულ მეციერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1976). 1982 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. 1993 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის კერძო სამართლის განყოფილების გამგე, ხოლო 1996–1999 წლებში — დირექტორი. 1999–2009 წლებში ზოიძე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2001–2006 წლებში — თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე), 2015 წლიდან — თსუ კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.

ზოიძის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება თანამედროვე და ძველი ქართული სამოქალაქო სამართლის და საკონსტიტუციო სამართლის პრობლემებს. 1995 წლიდან ინტენსიურად მუშაობს მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო სამართლის (ჰამბურგი) და საჯარო სამართლის (ჰაიდელბერგი) ინსტიტუტებში. იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პროექტის სარედაქციო ჯგუფის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

  • საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007.
  • ქართული სანივთო სამართალი, თბ., 2003.
  • ძველი ქართული მემკვიდრეობითი სამართალი, თბ., 2000.
  • ფეოდალური საქართველოს მემკვიდრეობითი სამართალი, ბათ., 1992.