ბესარაბიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბესარაბიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც 1919 წლის 11 მაისს დაარსდა, როგორც რსფსრ-ს ავტონომიური ნაწილი. დედაქალაქი - ოდესა.

1919 წლის 1 მაისს რსფსრ-ს და უსსრ-ს მთავრობებმა რუმინეთის მთავრობას ნოტა გაუგზავნეს, რომლის მიხედვითაც ულტიმატუმი წაუყენეს რათა ბესარაბიიდან გაეყვანა რუმინული არმია. რუმინეთი არ პასუხობდა. 5 მაისს უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა დროებითი ბესარაბიის მუშათა და გლეხთა მთავრობა (თავმჯდომარე - ივან კრივორუკოვი). წითელი არმიის ნაწილები გადავიდნენ მდინარე დნესტრის დასავლეთ ნაპირზე და რამდენიმე ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს. რუმინული არმია, საბჭოთა მეთაურების შეფასებების მიხედვით, კარგად იყო მომზადებული. მათ ჯერ შეაჩერეს წითელი არმიის წინსვლა, ხოლო შემდეგ დაიბრუნეს მთელი დნესტრისპირეთი.

პოლონეთისა და საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებისას, 1919 წლის 2 აგვისტოს დედაქალაქი ტირასპოლში გადაიტანეს. რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა 1919 წლის სექტემბერში. რეგიონის პოლონური ოკუპაცია გაგრძელდა 1920 წლის 29 დეკემბრამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]