ბერუაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერუაშვილებიქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია ქალაქებში: გორი, ქარელი და თბილისი. საკუთარი სახელი „ბერუა“ გავრცელებული იყო მე-18 საუკუნეში, ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში იყო მამასახლისი ბერუა. 1826 წელს კოდელმა დავით ბერუაშვილმა, კოდის ალექსანდრე ნეველის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წელს სოფელ ფარცხისში. საქართველოში ცხოვრობს 4281 ბერუაშვილი (2085 კაცი და 2196 ქალი).[1] გვარი გავრცელებულია შემდეგ დასახელბულ პუნქტებში: არბო, ახა, ახრისი, ბებნისი, ბოლნისი, ბროწლეთი, გამარჯვება, გომარეთი, გორი, დიდი მეჯვრისხევი, დმანისი, დუმაცხოვი, ერგნეთი, თამარისი, კაზრეთი, კასპი, მანგლისი, მარანა, მარტყოფი, მერეთი, მცხეთა, პატარა ქანდა, რუისი, სვენეთი, სკრა, ტირძნისი, ფლავისმანი, ფცა, ქარელი, ქვენატკოცა, ქვემო ნიქოზი, ქვემო ხვედურეთი, ყელქცეული, შინდისი, ძეგვი, ძლევიჯვარი და ხაშური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]