ბერტალან ფარკაში
ბერტალან ფარპაში (უნგრ. Farkas Bertalan; დ. 2 ივლისი, 1949, სოფ. დიულაჰაზი, უნგრეთი) — უნგრეთის სრ კოსმონავტი, მკვლევარი. უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი 1976 წლიდან. უნგრეთის სრ გმირი (1980), საბჭოთა კავშირის გმირი (3 ივნისი, 1980).
1967 წელს შევიდა დიერდ კილიანის სახელობის უმაღლეს საავიაციო-ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ავიაციაში. 1978 წელს დაიწყო მომზადება „ინტერკოსმოსის“ პროგრამით ფრენისათვის ი. გაგარინის სახელობის კოსმონავტთა მომზადების ცენტრში. 1980 წლის 26 მაისს ვ. კუბასოვთან ერთად გაფრინდა კოსმოსში „სოიუზ-36“-ით, 27 მაისს ხომალდი შეუპირაპირდა „სალუტ-6“ – „სოიუზ-35“ ორბიტულ კომპლექსს. ფარკაში და კუბასოვი შეუერთდნენ იქ მყოფ ლ. პოპოვს და ვ. რიუმინს, შეასრულეს სამედიცინო-ბიოლოგიური და სამეცნიერო ექსპერიმენტები. დედამიწაზე დაბრუნდნენ 3 ივნისს „სოიუზ-35“-ით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 230.