ბერჟე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერჟე
Gouffre Berger

Gouffre Berger.jpg
კარსტული უფსკრული ბერჟე

ბერჟე მდებარეობა საფრანგეთი

Gfi-set01-cave.svg

კოორდინატები: 45°13′09″ ჩ. გ. 5°36′16″ ა. გ. / 45.21917° ჩ. გ. 5.60444° ა. გ. / 45.21917; 5.60444

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტერიტორიული ერთეული რონა-ალპები
სიგრძე 31 790 მ
სიღრმე 1323 მ
აღმოჩენის წელი 1953
შესასვლელთა რაოდენობა 9
სირთულის კატეგორია 5B
ამგებელი ქანები კირქვა

ბერჟე (ფრანგ. Gouffre Berger) — კარსტული უფსკრული საფრანგეთში. მდებარეობს გრენობლის სამხრეთ-დასავლეთით, ვერკორის პლატოზე. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. ჩასასვლელი ხვრელი ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზეა. ვიწრო, დახრილი გვირაბის მიღმა იწყება ღრმა ჭების, შახტებისა და დარბაზების ანფილადა. ბერჟეს უმეტეს ნაწილში მიედინება მიწისქვეშა მდინარე, რომელიც მაღალ ჩანჩქერებს აჩენს. ბერჟე პირველი უფსკრულია, სადაც კვლევები 1 კმ და მეტ სიღრმეზე ჩატარდა.

1954-1963 წლებში ითველობოდა მსოფლიოს ყველაზე ღრმა უფსკრულად. 1956 წელს ბერჟეს სიღრმე განისაზღვრებოდა 1122 მეტრით.[1] 1964 წელს ბერჟემ პირველობა დაუთმო პიერ-სენ-მარტენის მღვიმეს. დღეისათვის ბერჟეს სიღრმეა 1323 მ.[2] უფსკრულში მრავალრიცხოვან გამოკვლევებს ატარებდა ფრანგი სპელეოლოგი ფერნანდ პეტცლი. ბერჟეს უფსკრული აღმოაჩინა ჟოზეფ ბერჟემ 1953 წლის 24 მაისს. იმ მომენტისთვის ჩასვლა მოახერხეს 52 მეტრამდე. იმავე წელს ჩავიდნენ 350 მ-მდე. 1955 წელს სპელეოლოგებმა მიაღწიეს თითქმის 1 კილომეტრიან ნიშნულს. 1967 წელს ბრიტანელი კენ პერსი გუნდთან ერთად ჩავიდა 1133 მ სიღრმეზე. 1968 წელს დაფიქსირდა ახალი სიღრმე — 1141 მ, ხოლო 1982 წელს 1191 მ.[3] 1990 წელს სიფონით დაუკავშირდა ახლოს მდებარე მღვიმეს. საერთო ჯამში სიღრმემ მიაღწია 1271 მ-ს.[4] 2010 წლისათვის სიღრმე უდრიდა 1323 მ-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბერჟე&oldid=2937497“-დან