ბერნარ უტიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერნარ უტიე
დაბ. თარიღი 4 ივლისი 1941(1941-07-04) (78 წლის)
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერება და ქართველოლოგია

ბერნარ უტიე (ფრანგ. Bernard Outtier; დ. 4 ივლისი, 1941, პარიზი, საფრანგეთი)[1] — ფრანგი ქართველოლოგი. საფრანგეთის სამეცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტერატურის სპეციალისტი; საპატიო დოქტორი (1984 წლიდან). ჟურნალ „ბედი ქართლისას“ სამეცნიერო საბჭოს წევრი. იკვლევს ძველ ქართულ ფილოლოგიის საკითხებს, ბიზანტიურ-ქართულ, ქართულ-სომხურ, ქართულ-არაბულ, ქართულ-სირიულ ლიტერატურის ურთიერთობათა პრობლემებს. პარიზის ეროვნულ მუზეუმში უტიემ მიაკვლია და გამოსცა VII საუკუნის ხანმეტი ლექციონარის ფრაგმენტები. მანვე გამოაქვეყნა არაერთი ძველი ქართული ტექსტი, აგრეთვე მნიშვნელოვანი გამოკვლევები და რეცენზიები საქართველოში გამოცემული წიგნების შესახებ. 200-მდე წიგნისა და სტატიის ავტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.[2]

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხანმეტი ლექციონარის ერთი ფურცელი პარიზში, «მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია», 1973 №1.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]