ბენ ბერნანკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბერნანკე, ბენ)
Jump to navigation Jump to search
ბენ ბერნანკე
Ben Bernanke official portrait.jpg
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი 1953(1953-12-13)[1] (65 წელი)
დაბ. ადგილი Augusta
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ეროვნება ებრაელები
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[2] [3] [4] , მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და Dillon High School[5]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, ადამ სმიტის პრემია და Fellow of the Econometric Society

ბენ შალომ ბერნანკე (ინგლ. Ben Bernanke; დ. 13 დეკემბერი, 1953) — ამერიკელი მაკროეკონომისტი, აშშ-ის ფედერალურის რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის თებერვლიდან 2014 წლის თებერვლამდე. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი 2002-2005 წლებში. ასევე პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 2005 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა იგი ალან გრინსპენის შემცვლელად დაასახელა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა აუგუსტაში, ჯორჯიაში, საშუალო სკოლა უმაღლესი ქულებით დაამთავრა 1971 წელს დილონში, სამხრეთ კაროლინაში; ჰარვარდის უნივერსიტეტი 1975 წელს (summa cum laude); ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში 1979 წელს. ასწავლიდა სტენფორდის უნივერსიტეტში 1979-1985 წლებში, შემდეგ კი პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში პროფესორი ხდება. 1996-2002 წლებში ამ დეპარტამენტის თავმჯდომარეა, რის შემდეგაც სახელმწიფო სამსახურში გადადის. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ლექცია აქვს წაკითხული ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მონეტარულ თეორიასა და პოლიტიკაზე და დაწერილი აქვს სამი სახელმძღვანელო მაკროეკონომიკაში.

იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორი და ჟურნალი ამერიკის ეკონომიკური მიმომხილველის რედაქტორი. მისი ინტერესთა საგანია დიდი დეპრესიის მიზეზები - აშშ-ის ისტორიის პერიოდი, რომელსაც განსაკუთრებული მონეტარული დეფლაცია ახლდა თან. არის ეკონომეტრიკის საზოგადოების სტიპენდიანტი.

ბენ ბერნანკე დაქორწინებულია პროფესიით ესპანური ენის მასწავლებელ ანა ბერნანკეზე, რომელიც პრინსტონის დღის სკოლაში ასწავლის. ჰყავთ ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]