ბერნადოტები
ქვეყანა | შვედეთი, ნორვეგია |
---|---|
ტიტულები |
შვედეთის მეფე ნორვეგიის მეფე |
დამაარსებელი | კარლ XIV |
ამჟამინდელი მეთაური | კარლ XVI |
დაარსდა | 1818 |
ტახტიდან ჩამოგდება | 1905 ნორვეგიაში, შვედეთში დღემდე მეფობენ |
ბერნადოტები (ფრანგ. Maison Bernadotte, შვედ. Bernadotte) — შვედეთის მმართველი საგვარეულო 1818 წლიდან, საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა დიდებულმა კარლ XIV-მ, რომელიც უშვილო მეფე კარლ XIII-მ თავის მემკვიდრედ დაასახელა. ამის შემდეგ ბერნადოტები უწყვეტად მართავენ შვედეთის სამეფოს. 1818-1905 წლებში მეფობდნენ ნორვეგიაშიც.
დინასტიის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნადოტები წარმოშობით ფრანგი ბარონები იყვნენ პოს, ბეარნის პროვინციიდან, რომლებიც საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს რევოლუციონერთა მხარეს გადავიდნენ. სულ მალე შარლ ჟან ბერნადოტი იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთი მარშალი გახდა. ცნობილია, რომ მას ნაპოლეონის ცოლთან, დედოფალ ჟოზეფინ ბოარნესთანაც კი ჰქონდა რომანი. 1809 წელს ბერნადოტი რუსეთ-შვედეთის ომში იბრძოდა, რა დროსაც შვედეთის მეფე გუსტავ IV-მ დაკარგა მთელი ფინეთი. მაშინ, როდესაც რუსები შვედებს ფინური მიწებიდან აძევებდნენ ბერნადოტმა შვედებისადმი განსაკუთრებული სიკეთე და გულისხმიერება გამოიჩინა.
მოგვიანებით, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XIII-ს მეუღლე, დედოფალი ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი უნაყოფო იყო, მეფემ შვედებისადმი გამოჩენილი სიკეთის საპასუხოდ თავის ტახტის მემკვიდრედ შარლ ჟან ბერნადოტი დაასახელა, რომელიც ამის შემდეგ შვედეთში გადავიდა და კარლ იოჰანი დაირქვა. 1818 წელს, კარლ XIII-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი კარლ XIV-მ დაიკავა, რითაც დაიწყო ბერნადოტების დინასტიის მეფობა შვედეთსა და მასთან უნიაში მყოფ ნორვეგიაში.
ბერნადოტების მმართველობის პერიოდში შვედეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის იმპერიასთან, ასევე შეურიგდა დანიას, რაც შემდგომში რამდენჯერმე გამყარდა დინასტიური ქორწინებითაც. 1905 წელს ნორვეგია გავიდა შვედეთთან არსებული უნიიდან, რა დროსაც ნორვეგიის ტახტი ისევ ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენლებს შესთავაზეს, თუმცა მათ ეს შვედეთის ღალატად მიიჩნიეს, ამიტომაც უარი განაცხადეს. ამის გამო ნორვეგიაში დანიელი გლუქსბურგები გამეფდნენ ჰოკონ VII-ის თაოსნობით, რომელსაც დედის, დედოფალ ლუიზა შვედის მხრიდან მაინც ჰქონდა ბერნადოტების სისხლი.
ასევე ბერნადოტების მმართველობის პერიოდში გადაიტანა შვედეთმა როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომი. ორივე ომი მეფე გუსტავ V-ის დროს მოხდა, ასევე მის დროს დაკარგა შვედეთმა ნორვეგია. დღეისათვის შვედეთს კვლავ ბერნადოტთა საგვარეულოს წარმომადგენელი, მეფე კარლ XVI მართავს. მართალია მას ჰყავს ვაჟი, პრინცი კარლ ფილიპის სახით, თუმცა იგი შუათანა შვილია, შვედეთში მოქმედი გენდერული თანასწორობისაკენ მიმართული კანონების მიხედვით კი ტახტის მემკვიდრე მეფის უფროსი ქალიშვილი, კრონპრინცესა ვიქტორიაა, რომელიც შვედეთში პირველი დედოფალი გახდება XVIII საუკუნეში მოღვაწე ულრიკა ელეონორას შემდეგ. იგი ასევე შვედეთის პირველი დედოფალი იქნება თავისი გვარიდან.
შვედეთის მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარლ XIV (1763-1844), შვედეთის მეფე 1818-1844 წლებში. ცოლად შეირთო დეზიდერია კლარი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
- ოსკარ I (1799-1859), შვედეთის მეფე 1844-1859 წლებში. ცოლად შეირთო ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი, რომელთანაც შეეძინა შვედეთის ორი მეფე;
- კარლ XV (1826-1872), შვედეთის მეფე 1859-1872 წლებში. ცოლად შეირთო ლუიზა ნიდერლანდელი, მაგრამ ვაჟი არ ჰყოლია;
- ოსკარ II (1829-1907), შვედეთის მეფე 1872-1907 წლებში. ცოლად შეირთო სოფია ნასაუელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
- გუსტავ V (1858-1950), შვედეთის მეფე 1907-1950 წლებში. ცოლად შეირთო ვიქტორია ბადენელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
- გუსტავ VI (1882-1973), შვედეთის მეფე 1950-1973 წლებში. ცოლად შეირთო მარგარეტ კონაქტელი, მისი დაღუპვის შემდეგ კი ლუიზა მონბატენი. მისი შვილიშვილი იყო მომავალი მეფე;
- კარლ XVI (1946-ცოცხალია), შვედეთის მეფე 1973 წლიდან დღემდე. ცოლად შეირთო სილვია სომერლატი;
-
კარლ XIV
-
ოსკარ I
-
კარლ XV
-
ოსკარ II
-
გუსტავ V
-
გუსტავ VI
-
კარლ XVI
ნორვეგიის მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარლ III (1763-1844), ნორვეგიის მეფე 1818-1844 წლებში. ცოლად შეირთო დეზიდერია კლარი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
- ოსკარ I (1799-1859), ნორვეგიის მეფე 1844-1859 წლებში. ცოლად შეირთო ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი, რომელთანაც შეეძინა შვედეთის ორი მეფე;
- კარლ IV (1826-1872), ნორვეგიის მეფე 1859-1872 წლებში. ცოლად შეირთო ლუიზა ნიდერლანდელი, მაგრამ ვაჟი არ ჰყოლია;
- ოსკარ II (1829-1907), ნორვეგიის მეფე 1872-1905 წლებში. ცოლად შეირთო სოფია ნასაუელი;
ცნობილი ქალი ბერნადოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუიზა შვედი (1851-1926), დანიის დედოფალი 1906-1912 წლებში. მეფე ფრედერიკ VIII-ის მეუღლე. დანიის მეფე კრისტიან X-ისა და ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის დედა;
- მართა შვედი (1901-1954), ნორვეგიის კრონპრინცესა. ნორვეგიის მეფე ულაფ V-ის პირველი ცოლი და მეფე ჰარალდ V-ის დედა;
- ასტრიდ შვედი (1905-1935), ბელგიის დედოფალი 1934-1935 წლებში. მეფე ლეოპოლდ III-ის მეუღლე. ბელგიის ორი მეფის: ბოდუენისა და ალბერტ II-ის დედა;
- ინგრიდ შვედი (1910-2000), დანიის დედოფალი 1947-1972 წლებში. მეფე ფრედერიკ IX-ის მეუღლე. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ისა და საბერძნეთის უკანასკნელი დედოფლის, ანა მარია დანიელის დედა;
- პრინცესა ვიქტორია (1946-ცოცხალია), შვედეთის კრონპრინცესა და ტახტის პირველი მემკვიდრე;
- პრინცესა მადლენი (1982-ცოცხალია), შვედეთის ტახტის მესამე მემკვიდრე;
-
ლუიზა შვედი, დანიის დედოფალი
-
მართა შვედი, ნორვეგიის კრონპრინცესა
-
ასტრიდ შვედი, ბელგიის დედოფალი
-
ინგრიდ შვედი, დანიის დედოფალი
-
ვიქტორია, შვედეთის კრონპრინცესა
-
პრინცესა მადლენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Elgklou, Lars: Bernadotte: Historien och historier om en familj. Askild & Kärnekull förlag, Stockholm 1978. ISBN 91-7008-882-9
- Fogelmarck, Stig (red.): Från Vasa till Bernadotte: Fem svenska dynastier. Utgiven av Kungl. Husgerådskammaren med Skattkammaren och Bernadottebiblioteket, intendent Ulla Landergren, slottsbibliotekarie Adam Heymowski, heraldiker, fil dr Jan Raneke, arkitekt Krzysztof Laufersweiler. Stockholms slott 1988. ISBN 91-85726-28-1
- Sundberg, Ulf: Kungliga släktband: Kungar, drottningar, frillor och deras barn, sid. 201–208, 288. Historiska media, Lund 2004 ISBN 91-85057-48-7
- Weibull, Jörgen: Bernadotterna på Sveriges tron. Sthlm 1971.
- Weibull, Jörgen: Bernadotterna: En krönika om vårt kungahus i kultur och politik. Bonnier, Stockholm 1991. ISBN 91-34-51193-8
- Wrangel, F.U.: Från Jean Bernadotte's ungdom. P. A. Norstedt & Söners Förlag, Stockholm 1889.
- Ätten Bernadotte : biografiska anteckningar, [Andra tillökade uppl.], Johannes Almén, C. & E. Gernandts förlag, Stockholm 1893, s. 1
- Lagerqvist & Åberg i Litet lexikon över Sveriges regenter ISBN 91-87064-43-X s. 40
- Bulletin du Musée Bernadotte nummer 3-4, Pau 1958-1959, s. 57 angående hela styckets namn och årtal
- Per Sandin (31 januari 2006). ”Furstendömets arv”. Populär Historia (1, 2006). Läst 21 juli 2016.
|