ბერნადეტ სუბირუ
ბერნადეტ სუბირუ | |
---|---|
ფრანგ. Bernadette Soubirous | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1844[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Lourdes, საფრანგეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 16 აპრილი, 1879[6] [1] [7] [2] [3] [4] [5] (35 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Nevers |
დასაფლავებულია | ნიევრი |
საქმიანობა | მონაზონი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ბერნადეტ სუბირუ (ფრანგ. Bernadette Soubirous, დ. 7 იანვარი, 1844, ლურდი, საფრანგეთის სამეფო — გ. 16 აპრილი, 1879, ნიევრი) — კათოლიკე წმინდანი, მონაზონი, ცნობილი იმით, რომ მისი თქმით, მას გამოეცხადა ქალწული მარიამი. ეს გამოცხადებები კათოლიკურმა ეკლესიამ ნამდვილად აღიარა და ლურდი მასობრივი მომლოცველობის ადგილად გადააქცია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ბერნარდა, ან როგორც მას უწოდებდნენ, ბერნადეტა, იყო ოჯახის გადარჩენილი ხუთი შვილიდან უფროსი ქალიშვილი. მისი მამა მეწისქვილე იყო, ხოლო დედა — მრეცხავი. ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, გოგონამ ვერ მიიღო განათლება და 12 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა მოახლედ.
1858 წლის 11 თებერვალს ბერნადეტა ლურდის მახლობლად აგროვებდა შეშასა და ძვლებს, როდესაც მოულოდნელად შენიშნა, რომ ახლოს მდებარე გროტი განათდა, ხოლო შესასვლელთან მდგარი მაყვლის ბუჩქი შეირხა. განათებულ გროტში ბერნადეტამ დაინახა, როგორც თავად ამბობდა, „რაღაც თეთრი, ქალიშვილს მსგავსი“.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, 16 ივლისამდე, ბერნადეტას გროტში ხილვა კიდევ 17-ჯერ ჰქონდა. თერთმეტი გამოცხადების დროს ხილული ფიგურა არაფერს ამბობდა. შემდეგ კი, ბერნადეტას სიტყვებით, მან მოუწოდა მონანიებისა და ცოდვილებისთვის ლოცვისკენ და უბრძანა, რომ ხილვების ადგილას ეკლესია აეშენებინათ.
როდესაც ბერნადეტამ დაჟინებით სთხოვა, ეთქვა თავისი სახელი, „ქალიშვილმა“, როგორც მას ბერნადეტა უწოდებდა, უპასუხა: „მე ვარ — უბიწო ჩასახვა“.
ამ პასუხმა ადგილობრივი მღვდელი საგონებელში ჩააგდო, რადგან ფიქრობდა, რომ გაუნათლებელ გოგონას, რომელსაც რწმენის საფუძვლებიც კი არ ჰქონდა ნასწავლი, არ შეეძლო ცოდნოდა იმ დოგმატის შესახებ, რომელიც პაპმა პიუს IX-მ ოთხი წლით ადრე, 1854 წელს, ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცხადებული ხილვის ბრძანებით, ბერნადეტამ მოწმეების თვალწინ გროტის კუთხეში ბალახი შეჭამა და ჭუჭყიანი წყალი დალია, რაც ცოდვილთა მოქცევისთვის მონანიების სიმბოლოდ აღიქმებოდა. მოგვიანებით, გროტის იმავე კუთხეში აღმოცენდა ძლიერი წყარო სუფთა წყლით, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებულია, როგორც საკურნებელი.
ბერნადეტას მონათხრობები ღვთისმშობლის გამოცხადებების შესახებ თავდაპირველად სრული უნდობლობით მიიღეს — მით უმეტეს, რომ ბერნადეტას გარდა ვერავინ ხედავდა სასწაულებრივ ხილვას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მღვდელმა მას საათობით დაკითხვები მოუწყვეს და ციხით დაემუქრნენ, მოითხოვეს ეღიარებინა, რომ ის ცრუობდა. ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა „გოგონაზე, რომელიც ყველა ნიშნით კატალეფსიით იტანჯებოდა და აღძრავდა ლურდის მოსახლეობის ცნობისმოყვარეობას“.[8] ბერნადეტას სიტყვებით, მისთვის გამოცხადებულმა ხილვამ ოქსიტანურად ელაპარაკა, რამაც უნდობლობა და მტრობა კიდევ უფრო გაზარდა, რადგან განათლებული ადამიანების თვალში „დიალექტი“ — ანუ ოქსიტანური ენა — ქვედა ფენების ენად ითვლებოდა. ბერნადეტას ერთ-ერთი მცირერიცხოვან მფარველთაგანი მღვდელი მიშელ გარიკოიცი იყო, რომელსაც ის პირველად 1858 წლის ივლისში შეხვდა.[9]
თუმცა, მოგვიანებით, ეკლესიის დამოკიდებულება ლურდის გამოცხადებების მიმართ შეიცვალა. 1863 წლის 23 სექტემბერს ბერნადეტა სუბირუ ნევერის ეპისკოპოსმა, თეოდორ-ოვგუსტენ ფორკადმა მიიღო, რომელმაც მოგვიანებით მონაზვნად აღკვეცის არქმა მიიღო. XIX საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე გროტისა და მასთან არსებულ წყაროსთან მომლოცველებმა სიარული დაიწყეს.

მზარდი ყურადღება ბერნადეტასთვის უსიამოვნო იყო. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მის ხილვებში, მისი პირადი დამსახურება არ ყოფილა. იგი ამბობდა:
1868 წელს ბერნადეტა ნევერის მოწყალების დების მონასტერში შევიდა, სადაც ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა ავადმყოფებზე ზრუნვასა და ხელსაქმეში. 1879 წლის 16 აპრილს იგი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
სიკვდილის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ბერნადეტის ცხედარი სამჯერ იქნა ეგსგუმირებული. პირველად ეს ჩატარდა 1909 წელს. ნეშტი, სავარაუდოდ, უხრწნელი იყო, რაც დამატებით არგუმენტად იქცა კანონიზაციისთვის. მეორედ ეგსგუმაცია 1919 წელს ჩატარდა, ხოლო მესამედ — 1925 წელს. ამის შემდეგ, მის სახესა და ხელებზე ცვილის ფენა დაადეს, რათა შენარჩუნებულიყო მისი იერი, და წმინდანის ნეშტი განათავსეს რელიკვარიუმში, წმინდა ბერნადეტას სამლოცველოში, ნევერში. ბერნადეტას ბეატიფიკაცია 1925 წლის 14 ივნისს შედგა, ხოლო 1933 წლის 8 დეკემბერს იგი წმინდანად შერაცხეს. 16 აპრილი წმინდა ბერნადეტას ხსენების დღეა, ხოლო საფრანგეთში ასევე მისი დღე აღინიშნება 18 თებერვალს. ქალწული მარიამის გამოცხადების ადგილი ლურდში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კათოლიკელ მომლოცველობის ცენტრად იქცა. ყოველწლიურად ლურდს ხუთ მილიონამდე მომლოცველი სტუმრობს. კათოლიკური ეკლესიის წყაროების მიხედვით, მხოლოდ მომლოცველობის პირველი 50 წლის განმავლობაში მინიმუმ 4000 ადამიანი სრულად განიკურნა სხვადასხვა მძიმე დაავადებისგან.
1942 წელს ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა ფრანც ვერფელმა დაწერა რომანი „ბერნადეტას სიმღერა“, რომელიც ბერნადეტა სუბირუს მიეძღვნა. ერთი წლის შემდეგ წიგნის მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარი როლი ჯენიფერ ჯონსმა შეასრულა.
1981 წელს არგენტინაში გადაიღეს ოთხ სერიანი მინი-სერიალი, სადაც მთავარი როლი ანდრეა დელ ბოკამ შეასრულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Paul Joseph Henri Lasserre de Monzie. Bernadette, soeur Marie-Bernard («Бернадетта, сестра Мария-Бернарда»). 1879
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Св. Бернадетта“ ვიკისაწყობში.
- Католическая энциклопедия (ინგლისური)
- А. Сикари. Портреты святых. Т.2
- Официальный сайт лурдского санктуария
- Сайт, посвящённый св. Бернадетте
- Marcelle Auclair. Bernadette. Bloud et Gay, 1957
- René Laurentin, Petite vie de Bernadette. Une vie d’amour. Descleé de Brouwer. Paris. 1987
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 GCatholic.org — 1997.
- ↑ 3.0 3.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
- ↑ 4.0 4.1 GeneaStar
- ↑ 5.0 5.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ А. Сикари. Портреты святых. Т.2. ციტირების თარიღი: 2015-09-17
- ↑ Michele Garicoïts. ციტირების თარიღი: 2021-08-24