ბერი (2011 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბერი
Le Moine“
რეჟისორი დომინიკ მოლი
სცენარის ავტორი დომინიკ მოლი და სხვ.
როლებში ვენსან კასელი
დებორა ფრანსუა
ჯოზეფინ ჯეპი
სერხი ლოპესი
ჯერალდინ ჩაპლინი
კომპოზიტორი ალბერტო იგლესიასი
გამოსვლის თარიღი 2011
ხანგრძლივობა 101 წთ
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ენა ფრანგული

ბერი (ფრანგ. Le Moine) — რეჟისორ დომინიკ მოლის კინოფილმი, რომელიც საფრანგეთში გამოვიდა 2011 წლის 13 ივლისს. გადაღებულია ამავე სახელწოდების გოთიკური რომანის „ბერის“ მიხედვით. მთავარ როლშია ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ახალგაზრდა კაპუცინელი ბერის ამბროსიოს ცხოვრებას.

ფილმის მოქმედება ვითარდება XVIII საუკუნეში. ერთ დღეს იმ მონასტერს, სადაც ბერი ამბროსიო ცხოვრობდა ეწვევა ნიღაბში მყოფი ახალგაზრდა სახელად ვალერიო. როგორც შემდეგ გაირკვევა ეს ახალგაზრდა გოგონაა სახელად მატილდა. მორწმუნე ბერს სწორედ მატილდა შეაცდენს. მალე ბერის საიდუმლოს ფარდა აეხადა და მას ინკვიზიციას გადასცემენ. სურვილი, გაექცეს საშინელ ტანჯვას ბერი მოელაპარაკება თავად ეშმაკს, მაგრამ ის მოტყუებული დარჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]