შინაარსზე გადასვლა

ბერი ხორნაბუჯელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერი ხორნაბუჯელიკამბეჩოვნის (ხორნაბუჯის) ერისთავი XIII საუკუნის 40-50-იან წლებში. საქართველოს მეფის დავით VII ულუს კარის ერთგული მოხელე. როდესაც მეფეს კახეთის მმართველი თორღვა პანკელი გადაუდგა, მასთან მესტუმრე ჯიქურის დავალებით გაიგზავნა ბერი ხორნაბუჯელი, რომელმაც თორღვას უვნებლობა ფიცი მისცა და სასახლეში მოიყვანა. დედოფალ ჯიგდა-ხათუნის ჩაგონებით ჯიქურმა დაარღვია ბერი ხორნაბუჯელის მიერ თორღვასათვის მიცემული ფიცი და მეფის დაუკითხავად თორღვა სიკვდილით დასაჯეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ფიცის დარღვევით განრისხებულმა „ალავერდის მთავარმოწამემ“ შური იძია ბერი ხორნაბუჯელზე—"უმკვიდრო იქნა სახლი მისი"—მონღოლებმა მოუკლეს შვილი შალვა და დაეხოცა შვილიშვილები. ხორნაბუჯელთა (მახატლისძეთა) ფეოდალური სახლის გადაშენება დაკავშირებული იყო მონღოლთა ბატონობის მძიმე შედეგებთან. ბერი ხორნაბუჯელი დარდისგან გარდაცვლილა.

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 323.
  • „საქართველო“: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.406