ბერიჯვარის ეკლესიის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერიჯვარის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერიჯვარში, სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევი. ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით; ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. სატრიუმფო თაღი კედლის წყობაში იძირება. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. დარბაზი ნათდება დასავლეთის სწორკუთხა სარკმლით. იატაკი მიწურია. სამხრეთის თაღოვან შესასვლელს ტიმპანი აქვს. ეკლესიის ფასადები სადაა. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ფრაგმენტი. ეკლესიის კედლები დეფორმირებულია. სამხრეთი ფასადის დასავლეთი ნაწილი პერანგშემოცლილია. დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთი ნაწილი ჩამონგრეულია. საბურავი აცვენილია. კამარა დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 35-36