ბერის ტროპიკული შტორმი (2007)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერის ტროპიკული შტორმი
ტროპიკული შტორმი (SSHWS/NWS)
Barry 01 jun 2007 1905Z.jpg
ბერის ტროპიკული შტორმი 2007
ჩამოყალიბდა 1 ივნისი, 2007
გაიფანტა 2 ივნისი, 2007
უძლიერესი ქარები 1-წუთიანი მდგრადობა:
50 კმ/სთ
დაბალი წნევა 997 მბარი (ჰპა); 29.44 ვსდუ
მსხვერპლი 1  პირდაპირ, 2 არაპირდაპირ
ზიანი მინიმალური

ბერის ტროპიკული შტორმი — იყო ტროპიკული ციკლონი, რომელიც ძალიან მალე გაიზარდა. 2007 წლის იანვრის დასაწყისში ფლორიდაში მეწყერი ჩამოწვა. ამავე წლის ატლანტიკური ქარიშხლის სეზონის მეორე სახელწოდება ატლანტიკური შტორმი იყო. ბერის ტროპიკული შტორმი მექსიკის ყურეში ჩამოყალიბდა და ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყო მოძრაობა 95კნ/სთ სიჩქარით. შემდეგ დასუსტდა და პირველად ხმელეთს ტამპის უბეში, ფლორიდაში მიაღწია. ბერი ადვილად დასუსტდა მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარმა შტორმი და ელვა გამოიწვია. ბერი გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე და 5 ივნისს მან უზარმაზარი ქარიშხალი წარმოქმნა.

შტორმისგან გამოწვეულმა წვიმამ კუბასა და პინარ დელ რიოს პროვინციაში სამი ადამიანი დააზარალა და 55-მდე სახლი გაანადგურა.[1] ფლორიდის მშრალ ნაწილში ქარიშხალმა საშინელი წვიმა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღელვებულმა ზღვამ ფლორიდაში ერთი სერფინგისტი იმსხვერპლა. შტორმისგან მიყენებული ზიანი უმნიშვნელო იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტორმის მიმართულება

29 მაისს, Yucatán Peninsula-ს ამინდის სისტემამ წარმოქმნა პატარა არეალის მქონე ჭექა ქუხილი Yucatán Channel-ის თავზე.[2] ჭექა ქუხილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 30 მაისს, ღრუბლების ნაკადმა ნიკარაგუიდან მექსიკის ყურის სამხრეთ ნაწილისკენ გადაინაცვლა.[3] კიდევ ერთმა ამინდის სისტემამ, რომელსაც ტროპიკული ტალღა ეწოდა, ამავე დღეს ძლიერი ქარიშხალი გამოიწვია. მეორე დღეს სისტემაში ციკლონი ჩამოყალიბდა. ქარიშხალი ჩრდილო-აღმოსავლეთით გადავიდა[4] და ეტაპობრივად გაძლიერდა.[5] ეპიცენტრში ასევე წარმოიქმნა ახალი ჭექა ქუხილის ნაკადი, რამაც გამოიწვია ტროპიკული დეპრესია.[4] ტროპიკული დეპრესია ქარიშხლის ერთ-ერთი სახეობაა.


ტროპიკულმა დეპრესიამ წარმოქმნა გრიგალური არეალი, მოულოდნელი ძლიერი ქარითა და წვიმით. ქარიშხლის საწინააღმდეგოდ განკუთვნილი თვითმფრინავი შეფრინდა ეპიცენტრში, რათა შეეგროვებინა ინფორმაცია ციკლონის შესახებ.[6] თავდაპირველად ტროპიკული დეპრესია ტროპიკული და სუბტროპიკული ციკლონი იყო. 1 ივნისს, National Hurricane Center-მა ამ ქარიშხალს ბერის ტროპიკული შტორმი უწოდა. ამ პერიოდში ბერი Key West-დან 375 კილომეტრში იმყოფებოდა.[7] მან სწრაფადვე გადაინაცვლა ჩრდილოეთისკენ.[7] 2 ივნისს მისი ქარის სიჩქარემ 95კმ/სთ-ს მიაღწია.[4]

მას შემდეგ, რაც შტორმმა სიძლიერის პიკს მიაღწია, ძლიერმა ქარიშხალმა ტროპიკული ციკლონისგან ყველაზე დიდი წვიმის ნაკადი წამოიღო.[8] სისტემის ცენტრმა მოიმატა სიგრძეში, რასაც მისი დასუსტება მოყვა. როდესაც იგი ხმელეთზე ავიდა, მისმა სიძლიერემ კიდევ უფრო იკლო. მოგვიანებით, National Hurricane Center-მა განაცხადა, რომ შტორმი არსებობას ფლორიდის ჩრდილოეთ ნაწილში შეწყვეტდა.[9] ქარიშხლის ნარჩენებმა ჩრდილოეთისკენ იწყეს სვლა. 3 ივნისს, იგი სანაპიროსკენ გაემართა, ამჯერად სამხრეთ კაროლინაში.[10] 4 ივნისს, ექსტრა ტროპიკული სისტემა ახალ ინგლისში შევიდა.[11] მოგვიანებით, 5 ივნისს, ციკლონის ნარჩენებმა გადაინაცვლეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის მახლობლად და კანადის პროვინციის, კვებეკის საზღვართან.[4]

მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერის შტორმის მიერ გამოწვეული წვიმის ნაკადი

როდესაც ბერი დასახელდა, როგორც ტროპიკული შტორმი, National Hurricane Center-მა გაავრცელა გაფრთხილება შტორმის შესახეფ ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე, ბონიტას სანაპიროდან ქეითონ პლაჟის გავლით. ასევე ისინი აკვირდებოდნენ ქარიშხლის მდგომარეობას ქეითონ პლაჟიდან, სამხრეთით, სეინთ მარკსის მიმართულებით.[12] ქარიშხლის მოახლოვებაზე ასევე გაფრთხილებულნი იყვნენ: შარლოტი, ციტრუსი, დესოტო, ჰარდი, ჰერნანდო, მაღალმთიანეთი, ლი, ლევი, მანატე, პასკო, პინელასი, პოლკი, სარასოტა და სუმტერის ქვეყნები. ქარიშხლის გაძლიერებამ კიდევ უფრო გაზარდა წყლის აღელვების რისკი, ამიტომ ჩინოვნიკებმა გააფრთხილეს მოცურავეები, რომ არ შესულიყვნენ წყალში მანამ, სანამ შტორმი არ დასრულდებოდა.[13] ისინი კვლავ აგრძელებდნენ ტორნადოზე დაკვირვებას და შტატების სამხრეთით მორიგეობდნენ, თუმცა ტორნადო მალევე შესუსტდა და ამის აუცილებლობას აღარ მოითხოვდა.

ექსტრატროპული ციკლონის შემდეგ, ეროვნულმა ამინდის სააგენტომ წყალდიდობის გასაფრთხილებელი შეტყობინებები გააგზავნა:[10] სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ კაროლინაში, სამხრეთ ვირჯინიაში და სამხრეთ მერილენდში. გაფრთხილებები ასევე გააგზავნეს: სამხრეთ პენსილვანიაში, ჩრდილოეთ დელავერში, ჩრდილოეთ ნიუ ჯენსში, აღმოსავლეთ ცენტრალურ ნიუ-იორკში და ახალი ინგლისის სამხრეთით. კონსულტაციები ქარის შესახებ ასევე გაიგზავნა ჯორჯიას შტატის ზოგიერთ ნაწილში.[14]

ზიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერის ქარიშხალმა გამოიწვია ძლიერი წვიმა ფლორიდის ტერიტორიაზე, ყველაზე მეტი ნალექი დაგროვებული იყო პალმის პლაჟის საერთაშორისო აეროპორტში (178 მმ). სხვა ადგილებში ნალექიანობა 75 მმ.-ს არ აღემატებოდა.[10] წვიმამ ხელი შეუწყო გვალვის პრობლემის მოგვარებას. წვიმის ხარჯზე მოხდა ასევე ტყეებში არსებული ხანძრის ლიკვიდაციაც. ბრევარდის რაიონში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია სატრანსპორტო გზის შუა ნაწილის ჩაშლა და დიდი ზომის ხვრელის წარმოქმნა.[15] 95-ე გზატკეცილზე წვიმამ ასევე გამოიწვია მსგავსი ხვრელის წარმოქმნა, რის გამოც გზა ორმხრივად ჩაიკეტა. სველი და სრიალა გზის გამო შტატებში ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბრევარდსა და ვოლუსიის რაიონებში მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევების გამო გარდაიცვალნენ. 4-ე გზატკეცილზე ცუდი ამინდის გამო ტრაილერი მოაჯირებიდან გადავარდა.[16] ქარიშხალმა გამოიწვია შტორმი ზღვაში, რომელიც მიუყვებოდა ფლორიდის სანაპიროდან ქლეარვოთერის სანაპირომდე. ტალღებმა გამოიწვიეს უმნიშვნელო რაოდენობით სანაპიროს ეროზია. მაღალმა ბიძგებმა ასევე გამოიწვია ტამპა ბეის მახლობლად არსებული სატრანსპორტო გზების დატბორვა. ინდოეთის სანაპიროზე აღელვებული წყლის ნაკადმა ერთი ქალი იმსხვერპლა.[17]


ბერის ქარიშხალმა ფლორიდაში ძლიერი ქარი გამოიწვია, რომელიც მოძრაობდა 76 კმ/სთ სიჩქარით სამხრეთ სანაპიროდან შტატების მიმართულებით.[18] ქარმა დაგლიჯა ხეები და გაანადგურა ძალიან ბევრი რამ.[19] ქაროლვუდში ერთი ადამიანი დაშავდა იმის გამო, რომ მის სახლს ხე დაეცა. შტორმმა შექმნა მინიმუმ ორი ტორნადო, ასევე დააზიანა და გაანადგურა ღობეები და ელექტროგადამცემი ხაზები. ერთმა ტორნადომ გოულდსში, ფლორიდაში 2 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. EFE. (2007)La tormenta tropical "Barry" baña con sus lluvias a Cuba Spanish. Cuba Debate. წაკითხვის თარიღი: 2007-06-02.
  2. Waddington. (2007)May 29 Tropical Weather Discussion. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  3. John Cangialosi. (2007)May 30 Tropical Weather Discussion. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Lixion Avila. (2007)Tropical Storm Barry Tropical Cyclone Report (PDF). National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2007-06-22.
  5. John Cangialosi. (2007)May 31 Tropical Weather Discussion (2). National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  6. Avila. (2007)June 1 Tropical Weather Outlook. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  7. 7.0 7.1 Avila. (2007)Tropical Storm Barry Discussion One. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2007-06-01.
  8. Avila. (2007)Tropical Storm Barry Discussion Two. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2007-06-01.
  9. Avila. (2007)Tropical Storm Barry Discussion Five. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2007-06-01.
  10. 10.0 10.1 10.2 Rubin-Oster. (2007)Public Advisory Number 7 for Remnants of Barry. Hydrometeorological Prediction Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  11. Fracasso. (2007)Public Advisory Number 13 for Remnants of Barry. Hydrometeorological Prediction Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  12. Avila. (2007)Tropical Storm Barry Public Advisory One-A. National Hurricane Center. წაკითხვის თარიღი: 2007-09-25.
  13. Ruskin, FL National Weather Service. (2007)Tropical Storm Local Statement. წაკითხვის თარიღი: 2007-06-01.
  14. Tropical Storm Barry Event Report for Georgia. National Climatic Data Center. წაკითხვის თარიღი: 2008-11-19.
  15. Susanne Cervenka. (2007)Barry brings precious gift of rain. Florida Today. წაკითხვის თარიღი: 2007-06-03.
  16. WFTV-9. (2007)Barry Downgraded After Soaking Central Florida. წაკითხვის თარიღი: 2007-06-03.
  17. Tropical Storm Barry Event Report for Florida. National Climatic Data Center. წაკითხვის თარიღი: 2013-04-04.
  18. Associated Press. (2007)Tropical Storm Barry brings rain to Florida. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-09-30. წაკითხვის თარიღი: 2007-06-02.
  19. Tiffany Pakkala. (2007)Barry dumps 5 inches of rain on area. The St. Augustine Record. წაკითხვის თარიღი: 2007-06-03.