ბერინგის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერინგის მყინვარი
Bering Glacier
ბერინგის მყინვარი
ბერინგის მყინვარი
კოორდინატები: 60°18′08″ ჩ. გ. 143°25′11″ დ. გ. / 60.30222° ჩ. გ. 143.41972° დ. გ. / 60.30222; -143.41972
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ფართობი 5175 კმ²
სიგრძე 190 კმ
ტიპი ხეობური
ბერინგის მყინვარი — ალასკა
ბერინგის მყინვარი

ბერინგის მყინვარი (ინგლ. Bering Glacier) — ხეობის ტიპის მყინვარი ალასკაზე. იწყება ჩუგაჩისა და წმინდა ილიას მთებში, ბეგლის ყინულოვანი ველიდან. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი მყინვარია. სიგრძე 190 კმ, ფართობი 5175 კმ². მყინვარიდან გამოედინება რამდენიმე მდინარე. მყინვარი გამოდის ალასკის ყურის სანაპიროს დაბლობზე, სადაც ქმნის ყინულის მთისძირა ფრთას, რომლის სიგრძეა 80 კმ, ხოლო სიგანე 43 კმ. მყინვარის ფრონტის დაახლოებით 10 % მთავრდება ტბებში. 1960-იან წლებში მოხდა მყინვარის დაძვრა, რომლის შედეგად მისი ბოლო წინ წაიწია 1200 მ-ით, ხოლო ფართობი გაიზარდა 52 კმ²-ით. სახელი ეწოდა ცნობილი ზღვაოსნის ვიტუს ბერინგის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]