შინაარსზე გადასვლა

ბერინგის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერინგის კუნძული — აღმოსავლეთი კუნძული კომანდორის კუნძულების შემადგენლობაში. შედის რუსეთის შემადგენლობაში. ფართობი 1660 კმ². კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია (უმაღლესი მწვერვალი 751 ), აგებულია პალეოგენ-ნეოგენის ტუფოგენური დანალექი და ანთროპოგენის ეფუზიური ქანებით. ჰავა ოკეანური სუბტროპიკულია. ნალექის რაოდენობა 500 მმ-ს შეადგენს. დაფარულია ტუნდრის მცენარეულობით, ხეობები — მდელოებით, ქვისა და ბუჩქოვანი არყით. სანაპიროები ვეშაპებისა და ზღვის ძაღლების თავშესაყარია, გვხვდება ზღვის წავი. მოსახლეობა — რუსები და ალეუტები. სახელი ეწოდა ვიტუს ბერინგის პატივსაცემად.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Беринга остров // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970.