ბერენის ებოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერენის ებოტი (ინგლ. Berenice Abbott; დ. 17 ივლისი, 1898, სპრინგფილდი, ოჰაიო, აშშ, — გ. 9 დეკემბერი, 1991, მონსონი, მენი, აშშ) — ამერიკელი ფოტოგრაფი ქალი.

1918 წლიდან სწავლობდა ნიუ-იორკში, პარიზსა და ბერლინში. პარიზში ის ამერიკელი დადაისტი და სიურრეალისტი ხელოვანის, მან რეის და ფრანგი ფოტოგრაფის, ეჟენ ატჟეს თანაშემწედ მუშაობდა. 1925 წელს დააარსა საკუთარი სტუდია და შექმნა პარიზის საზოგადოების წარმომადგენლების პორტრეტები. ატჟეს გარდაცვალების (1927) შემდეგ შეაგროვა და კატალოგირება გაუკეთა მის ფოტოებსა და ნეგატივებს. 1930-იან წლებში ამერიკის „ხელოვნების ფედერალური პროექტის“ ფარგლებში შექმნა ნიუ-იორკის უბნების ფოტოსერია — ქალაქის არქიტექტურული იერსახის ცვლილებების მატიანე (ნამუშევრების დიდი ნაწილი 1939 წელს შევიდა კრებულში „ცვალებადი ნიუ-იორკი“ [Changing New York]). გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი ფოტოხელოვნების შესახებ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]