ბერენიკეს თმები (ჯუჯა გალაქტიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერენიკეს თმების ჯუჯა გალაქტიკა
გალაქტიკა
ბერენიკეს თმების ჯუჯა გალაქტიკა
ბერენიკეს თმების ჯუჯა გალაქტიკა
აღმოჩენის ისტორია
აღმოჩენის თარიღი 2006
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000)
პირდაპირი ასვლა 12სთ 26წთ 59წმ
დახრილობა +23°° 55′′ 09″
მახასიათებლები
ტიპი dSph
მანძილი

143±13 ათასი სინ. წელი[1]

137+5
−3
 kly
(42+2
−1
 kpc
)[2]
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე (V) −4.1
რადიუსი 228 სინ. წელი

ბერენიკეს თმებისფეროსებრი ჯუჯა გალაქტიკა ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით. აღმოაჩინეს 2006 წელს, სლოანის Sloan Digital Sky Survey-დან მიღებული მონაცემების შედეგად.[1] მზიდან დაშორებულია 143 000 სინათლის წლით; გვშორდება დაახლოებით 98 კმ/წმ სიჩქარით.[1][3] არის ელიფსური გალაქტიკა, დაახლოებით 70 პარსეკი ეფექტიანი რადიუსით.[1][4]

ბერენიკეს თმები ირმის ნახტომის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და სუსტი თანამგზავრი გალაქტიკაა. მისი საერთო ნათობა მზისას მხოლოდ 3700-ჯერ აღემატება (აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე −4.1), რაც ბევრად ნაკლებია გლობულარულ გროვათა უმეტესი ნაწილის სიკაშკაშეზე. თუმცა, მისი მასა დაახლოებით 1,2 მილიონ მზის მასას შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკის მასა-სინათლის შეფარდება დაახლოებით 450-ია. ამ მახასიათებლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ბერენიკეს თმებში ბნელი მატერია დომინირებს.[3]

გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი ძალიან ხნიერია, ჩამოყალიბებულია 12 მილიარდზე მეტი წლის წინ.[1] ასევე დაბალია ამ ვარსკვლავთა მეტალიანობა −2.53±0.45, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზეზე 350-ჯერ ნაკლებ მძიმე ელემენტებს შეიცავენ.[5] როგორც ჩანს, ბერენიკეს თმების ვარსკვლავები სავარაუდოდ სამყაროს ფორმირების დროს წარმოქმნილ ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავებს შორის იყვნენ; ამჟამად გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი არ მიმდინარეობს. არ აღმოჩნდა არც ნეიტრალური წყალბადი — მისი ზედა ლიმიტი იქ მხოლოდ 46 მზის მასას შეადგენს.[6]

ბერენიკეს თმების ჯუჯა გალაქტიკა მდებარეობს მშვილდოსნის ნაკადთან ახლოს, რომელიც ძირითადად მშვილდოსნის ელისფური ჯუჯა გალაქტიკისთვის წართმეული ვარსკვლავებისგან შედგება. ასეთი კავშირი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ბერენიკეს თმები ამ გალაქტიკის რომელიღაც ვარსკვლავთგროვის ყოფილი თანამგზავრია.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Belokurov, V.; Zucker, D. B.; Evans, N. W.; Kleyna, J. T.; Koposov, S.; Hodgkin, S. T.; Irwin, M. J.; Gilmore, G.; Wilkinson, M. I.; Fellhauer, M.; Bramich, D. M.; Hewett, P. C.; Vidrih, S.; De Jong, J. T. A.; Smith, J. A.; Rix, H. ‐W.; Bell, E. F.; Wyse, R. F. G.; Newberg, H. J.; Mayeur, P. A.; Yanny, B.; Rockosi, C. M.; Gnedin, O. Y.; Schneider, D. P.; Beers, T. C.; Barentine, J. C.; Brewington, H.; Brinkmann, J.; Harvanek, M.; Kleinman, S. J. (2007). „Cats and Dogs, Hair and a Hero: A Quintet of New Milky Way Companions“. The Astrophysical Journal. 654 (2): 897. arXiv:astro-ph/0608448. Bibcode:2007ApJ...654..897B. doi:10.1086/509718.
  2. Musella, Ilaria; Ripepi, Vincenzo; Clementini, Gisella; et al. (2009). „Pulsating Variable Stars in the Coma Berenices Dwarf Spheroidal Galaxy“. The Astrophysical Journal Letters. 695 (1): L83–1L87. arXiv:0902.4230. Bibcode:2009ApJ...695L..83M. doi:10.1088/0004-637X/695/1/L83.
  3. 3.0 3.1 Simon, J. D.; Geha, M. (2007). „The Kinematics of the Ultra‐faint Milky Way Satellites: Solving the Missing Satellite Problem“. The Astrophysical Journal. 670: 313. arXiv:0706.0516. Bibcode:2007ApJ...670..313S. doi:10.1086/521816.
  4. Martin, N. F.; De Jong, J. T. A.; Rix, H. W. (2008). „A Comprehensive Maximum Likelihood Analysis of the Structural Properties of Faint Milky Way Satellites“. The Astrophysical Journal. 684 (2): 1075. arXiv:0805.2945. Bibcode:2008ApJ...684.1075M. doi:10.1086/590336.
  5. Kirby, E. N.; Simon, J. D.; Geha, M.; Guhathakurta, P.; Frebel, A. (2008). „Uncovering Extremely Metal-Poor Stars in the Milky Way's Ultrafaint Dwarf Spheroidal Satellite Galaxies“. The Astrophysical Journal. 685: L43. arXiv:0807.1925. Bibcode:2008ApJ...685L..43K. doi:10.1086/592432.
  6. Grcevich, J.; Putman, M. E. (2009). „H I in Local Group Dwarf Galaxies and Stripping by the Galactic Halo“. The Astrophysical Journal. 696: 385. arXiv:0901.4975. Bibcode:2009ApJ...696..385G. doi:10.1088/0004-637X/696/1/385.
  7. Belokurov, V.; Walker, M.G.; Evans, N.W.; et al. (2009). „Segue 2: A Prototype of the Population of Satellites of Satellites“. Mon. Not. R. Astron. Soc. 397 (4): 1748–1755. arXiv:0903.0818. Bibcode:2009MNRAS.397.1748B. doi:10.1111/j.1365-2966.2009.15106.x.