ბერეზანი (მდინარე)

ბერეზანი (ბერეზანკა) — მდინარე, ჩაედინება ბერეზანის ლიმანში შემდეგ კი შავ ზღვაში. მდინარის სიგრძეა 49 კმ. მდინარის წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 890 კმ²-ს. დაქანება 1,5 მ/კმ. სიფართე 2 კმ. მდინარის კალაპოტი დაკლაკნილია, სათავეებში სიგანე 5 მ, სიღრმე 1,2—1,5 მ. ზაფხულობით ნაწილობრივ შრება, გამოიყენება სავარგულების მოსარწყავად. მდინარე იღებს სათავეს სოფელ სტეპნოეში და მოედინება ვესელინოვეს, მიკოლაივის, ოჩაკივისა და ბერეზანკის რაიონების (მიკოლაივის ოლქი) ტერიტორიებზე.
დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვლადიმერ ნიკონოვი (1904—1988) აღნიშნავს რომ, სახელი შეიძლება მოდიოდეს ავესტიურიდან berezant, სკვითური bresant, რაც ნიშნავს «მაღალს».[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სსრკ-ს წყლის რესურსები. — ლენინგრადი, 1967.
- Каталог річок України. — Видавництво АН УРСР, Київ, 1957.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ იანკო მ.ტ. Топонімічний словник України: Словник-довідник. - К.: Знання, 1998. - С. 39