ბერდოვის ხიდი
ბერდოვის ხიდი რუს. Бердов мост | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 59°55′16″ ჩ. გ. 30°16′37″ ა. გ. / 59.92111° ჩ. გ. 30.27694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | პრიაჟკა |
სიგრძე | 31 მ |
სიგანე | 2,25 მ |
გახსნის თარიღი | 1806 წ. |
რეკონსტრუქცია | 1952 წ. |
![]() |
ბერდოვის ხიდი (რუს. Бердов мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში, მდინარე პრიაჟკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს მატისოვისა და კოლომენსკის კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 31 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,25 მეტრი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი წარმოადგენს ხორცის ქუჩის გაგრძელებას მდინარე პრიაჟკაზე.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს აბანოს ხიდი, ქვემო მიმართულებით კი — სათვალთვალო ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“ (2,6 კმ) და „ადმირალტეიტსკაია“ (3 კმ).
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდის სახელწოდება დაკავშირებულია XVIII საუკუნეში მოღვაწე მრეწველის ჩარლზ ბერდის სახელთან, რომლის მეტალის გადამამუშავებელი ქარხანა XIX საუკუნის დასაწყისში იყო ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა სანქტ-პეტერბურგში. მცირე საფეხმავლო ხიდი პირდაპირ ქარხანასთან გადიოდა (ამჟამად ამ ადგილზე განთავსებულია ქარხანა „საადმირალოს ვერფი“). XVIII საუკუნის დასასრულიდან ეწოდება თუჯის ხიდი, ხოლო 1830-იანი წლებიდან „მჭედლის ხიდი“. 1849 წლიდან ხიდს თანამედროვე სახელი ეწოდება. მოსახლეობაში ასევე გავრცელებულია სახელწოდება „ნასტინის ხიდი“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნის ბოლოს ააგეს ხის სამმალიანი ხიდი. იგი ააშენეს ჩარლზ ბერდის ქარხნის პირდაპირ და აკავშირებდა მას ხორცის კუნძულთან.
1805-1806 წლებში იგი გადააკეთა უილიამ გესტემ. გადაკეთებული ხიდი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ მეტალის ხიდს სანქტ-პეტერბურგში.
თანამედროვე ხიდი ააგეს 1852 წელს ინჟინერ ე. ა. ბოლტუნოვის პროექტის მიხედვით. თანამედროვე ხიდი სამმალიანია და დგას მეტალის საყრდენებზე.
ხიდი ლიტერატურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსმა მწერალმა კონსტანტინე სტანიუკოვიჩმა ბერდოვის ხიდთან დაასახლა რომან „ერთი ცხოვრების ისტორიის“ გმირი ა. ი. ოპოლევი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 458. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 322. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 26. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бердов мост //СПб ГБУ «Мостотрест»