ბერდი (ცეკვა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოცეკვავეთა ანსამბლი ბერდი ასრულებს ცეკვა ბერდს.

ბერდი (სომხ. Բերդ, ციხე) — სომხური ეროვნული ცეკვა.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეკვა ფესვებს იღებს ვასპურაკანიდან, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული რეგიონია. ცეკვა წარმოიშვა ხალხური თამაშიდან „გმბეტახახი“.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეკვის დროს მოცეკვავეები გამოწყობილი არიან ეროვნულ სამოსში. ცეკვის აუცილებელი ელემენტია ცოცხალი კედლის, ციხესიმაგრის აგება (სომხურად - "ბერდ"). ცოცხალი კედელი შედგება ორი სართულისაგან, რომელიც იგება ერთმანეთის მხრებზე დადგომით, ბერდი - ერთადერთი ეროვნული ცეკვაა, რომელიც მოიცავს მსგავს ელემენტებს.

შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოცეკვავეთა ანსამბლი „ბერდი“[1].

ანსამბლი დაარსდა 1963 წელს სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მოცეკვავეთა ანსამბლ "ბერდის" რეპერტუარში შედის 100-ზე მეტი სახალხო და ფოლკლორული ცეკვა სომხეთის სხვადასხვა ისტორიული რეგიონებიდან. ცეკვებში ასახულია გმირობა, შრომა, ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ლირიკა, ინდივიდუალურობა, იუმორი და სხვა. 1970-1980 წელებში "ბერდი" მონაწილეობდა უამრავ საერთაშორისო ფესტივალში, რომლებიც გაიმართა პოლონეთში, უნგრეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ალჟირში, ავსტრიაში, კვიპროსსა და სხვა ქვეყნებში. აღნიშნულ ცეკავს ასრულებენ სამთავრობო და სახელმწიფოებრივ ღონისძიებებზე, საერთაშორისო სომხური კულტურულ დღეებზე, რომლებიც იმართება სხვადასხვა ქვეყნებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Танцевальный ансамбль «БЕРД». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-03. ციტირების თარიღი: 2020-12-31.