ფრიდრიხ ფონ ბერგ-ალტენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბერგ-ალტენა, ფრიდრიხ ფონ)

გრაფი ფრიდრიხ ფონ ბერგ-ალტენა (გერმ.: Graf Friedrich von Berg-Altena) (დ. 1173 — გ. 1198) - ბერგ-ალტენას გრაფი და მარკის მბრძანებელი 1180-1198 წლებში. იგი იყო გრაფ ებერჰარდ I ფონ ბერგ-ალტენას ვაჟი და მარკის პირველი გრაფის ადოლფ I-ის მამა, რომელიც შემდგომში ცნობილი მარკის გრაფების დინასტიის დამაარსებელი იყო.