ბერგამის ალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერგამის ალპები
Barbellino4.jpg
კოორდინატები: 46°04′49″ ჩ. გ. 9°58′48″ ა. გ. / 46.08028° ჩ. გ. 9.98000° ა. გ. / 46.08028; 9.98000
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი პიცო-კოკა
სიმაღლე 3052 
სიგრძე 80 კმ
ბერგამის ალპები — იტალია
ბერგამის ალპები

ბერგამის ალპები (იტალ. Alpi Orobie) — ქედი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ალპების ძირითადი ნაწილი. სიგრძე დაახლოებით 80 კმ, სიმაღლე 3052 მ (მთა პიცო-კოკა). მაღალი მწვერვალებია: პუნტა-სკაისი (3040 მ), პიცო-რედორტა (3038 მ) და სხვა. ჩრდილოეთით შემოზღუდულია მდინარე ადის ხეობით (ვალტელინა), აღმოსავლეთით ეშვება მდინარე ოლოს ხეობისკენ, დასავლეთით — კომოს ტბისკენ, სამხრეთით გადადის ლომბარდიის წინაალპებში. ბერგამის ალპები აგებულია უძველესი კრისტალური და დანალექი ქანებით. გაბატონებულია ფართოფოთლოვანი ტყე (მუხა, წაბლი, წიფელი), რომელიც სიმაღლის მატებასთან ერთად გადადის ჯერ წიწვოვან ტყეში, ხოლო შემდეგ სუბალპურ და ალპურ მდელოებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]