ბერათ ალბაირაქი
| ბერათ ალბაირაქი Berat Albayrak | |
| თურქეთის ფინანსთა და ხაზინის მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 ივლისი, 2018 – 10 ნოემბერი, 2020 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ფუატ ოქტაი |
| პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
| წინამორბედი | ნაჯი აღბალი |
| მემკვიდრე | ლიუთფი ელვანი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 24 ნოემბერი, 2015 – 10 ივლისი, 2018 | |
| პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
| პრემიერ-მინისტრი | აჰმეთ დავუთოღლუ ბინალი ილდირიმი |
| წინამორბედი | ალი რიზა ალაბოიუნი |
| მემკვიდრე | ფათიჰ დიონმეზი |
| დაბადებული | 1 იანვარი, 1978 სტამბოლი |
| საარჩევნი ოლქი | 2015 – სტამბოლი |
| პოლიტიკური პარტია | სგპ |
| მეუღლე | ესრა ერდოღანი |
| შვილები | აჰმეთ აქიფი (დ. 2006) მაჰინური (დ. 2009) სადიქი (დ. 2015) |
| განათლება | სტამბოლის უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ბიზნესმენი, მესვეტე, აკადემიკოსი, პოლიტიკოსი |
| რელიგია | სუნიტური ისლამი |
ბერათ ალბაირაქი (თურქ. Berat Albayrak; დ. 1 იანვარი 1978, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სგპ-დან გახდა პარლამენტის წევრი.[1] 2015-2018 წლებში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2018 წლიდან, თურქეთის ფინანსთა და ხაზინის მინისტრი. აგრეთვე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბაირაქი დაიბადა 1978 წლის 1 იანვარს სტამბოლში. მამამისი სადიქ ალბაირაქი წარმოშობით ტრაპიზონის პროვინციიდან არის. დაამთავრა ფათიჰის კერძო კოლეჯი. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა სტამბოლის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ინგლისურ ენოვან ნაწილში, რის შემდეგ მაგისტრატურა დაამთავრა ფინანსისტის სპეციალობით, ნიუ-იორკის პაწეს უნივერსიტეტში.