ბეჟაანთკარის კვირაცხოვლის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეჟაანთკარის კვირაცხოვლის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟაანთკარში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ძველი ეკლესიის ადგილას მოწყობილი სალოცავი ნიში რიყის ქვითაა ნაგები, რომელიც მოგვიანებით შეულესავთ. ნაეკლესიარი შემოღობილია მავთულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 30