ბენ პლატი
| ბენ პლატი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | ბენჯამინ შიფ პლატი |
| დაბადების თარიღი |
24 სექტემბერი, 1993[1] ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
| საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
| აქტიური | 2002–დღემდე |
| ჯილდოები |
გრემი ტონი |
| მუსიკალური კარიერა | |
| ჟანრი | პოპი |
| ინსტრუმენტები | ვოკალი, პიანინო |
| ლეიბლი | Atlantic Records |
ბენ პლატი (ინგლ. Ben Platt; დ. 24 სექტემბერი, 1993) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ბროდვეის მიუზიკლში „ძვირფასო ევან ჰენსენ“ მონაწილეობით, რისთვისაც გადაეცა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ყველაზე პრესტიჟული გრემი და ტონი.[2][3] პლატის სხვა ნამუშევრები მოიცავს სერჟანტი არნოლდ კანინგემის როლს მიუზიკლში „მორმონის წიგნი“ და ასევე ბენჯი ეპლბაუმის როლს ფილმებში „იდეალური ხმა“ (2012) და „იდეალური ხმა 2“ (2015).
პლატი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ის იყო ხუთი შვილიდან მეოთხე ჯული და მარკ პლატის ებრაულ ოჯახში.[4] დაამთავრა ედერლის ხელოვნების სკოლა, სადაც მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგმებში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაგრამ ექვსი კვირის შემდეგ სწავლას თავი დაანება და დაიწყო ფილმ „მორმონის წიგნის“ გადაღებებში მონაწილეობა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2012 | „იდეალური ხმა“ | ბენჯი ეპლბაუმი | |
| 2015 | „იდეალური ხმა 2“ | ||
| „რიკი და ფლეში“ | დანიელი | ||
| 2016 | „ბილი ლინის გრძელი გასეირნება ნახევარტაიმებს შორის“ | ჯოში | |
| 2017 | „ქალის ტვინი“ | ||
| 2018 | „მთვრალი მშობლები“ | წარმოების პროცესში |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Celeb birthdays for the week of Sept. 24-30 (19 სექტემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2017.
- ↑ Tony Awards 2017: Complete Winners List. Variety (11 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2017.
- ↑ Chow, Andrew R.. (11 ივნისი, 2017) 2017 Tony Awards Winners. The New York Times. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2017.
- ↑ Ben Platt Profile. University of Pennsylvania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2015.