ბენჯამინ ფრანკლინის მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენჯამინ ფრანკლინი, რომლის სახელიც ეწოდა ამ მედლს. ჯოზეფ დუპლესისის მიერ შესრულებული პორტრეტი (დაახლოებით 1785 წ.).

ბენჯამინ ფრანკლინის მედალი — ჯილდო, რომელიც დაწესებულია ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების მიერ (ფილადელფია, პენსილვანია, აშშ), რომელსაც ასევე უწოდებენ „ბენჯამინ ფრანკლინის ორასწლიან მედალს“. თავდაპირველად სახელწოდებით „ფილოსოფიური საზოგადოება" დაარსდა 1743 წელს ბენჯამინ ფრანკლინის მიერ. 1906 წელს კი დააწესა აშშ-ს კონგრესმა, ბენჯამინ ფრანკლინის დაბადების 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად.[1]

ბენჯამინ ფრანკლინის მედალი

პირველი მედალი, მისი დამაარსებლის პატივსაცემად, გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკას (1776-1785 წლებში ფრანკლინი აშშ-ის ელჩი იყო საფრანგეთში).

მედალი შექმნეს ძმებმა ავგუსტუსმა და ლუი სენტ-გოდენებმა.[2]

წლების განმავლობაში იცვლებოდა მედლის დანიშნულება. ლაურეატები ამ ჯილდოს იღებდნენ სხვადასხვა სახელწოდებით სხვადასხვა მიზეზის გამო: 1937-1983 წლებში ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოებისთვის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის; 1985-1991 წლებში გაიცემოდა ჰუმანიტარულ და სხვა სამეცნიერო დარგებში გამორჩეული მიღწევებისთვის; 1987 წელს დაწესდა ბენჯამინ ფრანკლინის მედალი გამორჩეული სახელმწიფო სამსახურისთვის, 1993 წლიდან კონგრესმა დაამტკიცა ბენჯამინ ფრანკლინის მედალი სხვადასხვა მეცნიერებაში გამორჩეული წვლილის შეტანისთვის. ეს არის საზოგადოების უმაღლესი ჯილდო გამორჩეული სამეცნიერო და სახელმწიფო სამსახურისთვის.

ბენჯამინ ფრანკლინის მედლით დაჯილდოვდნენ:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოებისთვის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის[3][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუმანიტარულ ან მეცნიერებებში გამორჩეული მიღწევებისთვის[4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებაში გამორჩეული მიღწევებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამორჩეული სახელმწიფო სამსახურისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.amphilsoc.org/prizes/benjamin-franklin-medal
  2. https://web.archive.org/web/20111201212411/http://www.maineantiquedigest.com/catalogs/prescoin06.htm
  3. https://web.archive.org/web/20111017212321/http://www.amphilsoc.org/prizes/franklin3783
  4. https://web.archive.org/web/20111017212333/http://www.amphilsoc.org/prizes/franklin8591