ბენჟამენ ფონდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენჯამინ ფონდანი
ფრანგ. Benjamin Fondane
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1898(1898-11-14)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი იასი
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი, 1944(1944-10-02)[1] [2] [3] (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი
ფსევდონიმი Benjamin Fundoianu[5]
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი[4] , ბიბლიოთეკარი, კინორეჟისორი[4] , მთარგმნელი, ფილოსოფოსი[4] , ესეისტი, დრამატურგი, სცენარისტი, მწერალი[6] [4] , ლიტერატურის ისტორიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი[4] , ბიოგრაფი, კინოკრიტიკოსი და ლიტერატურის თეორიტიკოსი[4]
ენა ფრანგული ენა, რუმინული ენა და გერმანული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
 რუმინეთი
ალმა-მატერი ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი
ჯილდოები დაიღუპნენ საფრანგეთისთვის
საიტი fondane.net

ბენჯამინ ფონდანი (Benjamin Fondane, დ. 14 ნოემბერი 1898 წელი, იასიგ. 3 ოქტომბერი, 1944, ოსვენციმი) ― რუმინელი და ფრანგი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, ფილოსოფოსი, ესეისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა იასში ებრაულ ოჯახში. მას ჰყავდა უფროსი და უმცროსი დები.მამამისი ვაჭარი იყო, რომლის მშობლები წარმოშვებით რუმინული მოლდოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფელიდან იყვნენ. დედამისი ებრაელი ინტელექტუალების ოჯახს ეკუთვნოდა. ბაბუამისი ბენჟამენი შვარცფელდი, გალიციელი, პედაგოგი, რომელმაც დააარსა პირველი ებრაული სკოლა იასში.

რუმინეთში იგი ავანგარდული მხატვრების ჯგუფს ეკუთვნოდა. 15 წლის ასაკიდან ქვეყნდებოდა ფსევდონიმით ბარბუ ფონდოიანუ. სკოლის დასრულების შემდეგ იგი ბუქარესტში გადავიდა საცხოვრებლად. საფრანგეთში ცხოვრობდა 1923 წლიდან, მიიღო მოქალაქეობა 1938 წელს, წერდა ფრანგულად 1925 წლიდან.

მეგობრობდა ლევ შესტოვთან (ერთმანეთს შეხვდნენ 1924 ჟულ დე გოტიესთან სტუმრობისას), ემილ ჩორანთან, არტიურ ადამოვთან, ტრისტან ცარასთან, კონსტანტის ბრინკუშისთან . 1928 წელს მან მონაწილეობა მიიღო ავანგარდული ლიტერატურული ჯგუფის "უფსკრული" ( ადამოვი და სხვები) საქმიანობაში. კრიტიკულად აფასებდა ჰეგელის, ჰაიდეგერის, ჰუსერლის, ვალერის, უოლის, ბრეტონი შემოქმედებას.

1931 წლის 28 ივლისს, ბენჟამენი დაქორწინდა ჟენევიევა ტისიეზე, ლევ შესტოვი იყო მათი ქორწინების მოწმე.

1929 წელს, ვიქტორია ოკამპოს მოწვევით, იგი ეწვია ბუენოს-აირესს, ლექციებს კითხულობდა საფრანგეთის კინოავანგარდზე, შემდეგ კი თანამშრომლობდა ბუენოს-აირესის გავლენიან ჟურნალ "Sur" - თან (გამოაქვეყნა ესე ჰაიდეგერზე). 1936 წელს მან დაწერა და გადაიღო ფილმი Tararira არგენტინაში. გემზე, უკან დაბრუნებისას, ებრაელი-ათეისტი ბენჟამენი დაუმეგობრდა კათოლიკ-ნეოტომისტს ჟაკ მარიტენს. შესტოვის გარდაცვალების შემდეგ, ფონდან გახდა ცნობილი, როგორც მისი მოსწავლე და მიმდევარი.

საფრანგეთის დაცემის დროს იგი ტყვედ აიყვანეს, საიდანაც იგი გაიქცა, რის შემდეგაც იგი მწვავე აპენდიციტით მოათავსეს ვალ-დე-გრასში, შემდეგ ქვეყნდებოდა მიწისქვეშა ანთოლოგიაში "პოეტების პატივი" ფსევდონიმით ისააკ ლაკედემი (აგასფერას ფრანგული სახელი). 1944 წელს 7 მარტს მის დასთან ერთად იგი დააპატიმრა საფრანგეთის პარაფაშისტური პოლიციამ. მისმა მეგობრებმა მოახერხეს მისი გათავისუფლება, მაგრამ არა მისი დის, რის გამოც მან გადაწყვიტა არ დაეტოვებინა საკანი. ის 30 მაისს ბობინიის სადგურიდან ოსვენციმში გადაიყვანეს დასთან ერთად, საიდანაც ის აღარ დაბრუნებულა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ათწლეულების მანძილზე ფონდანის ფიგურისა და მემკვიდრეობისადმი ინტერესი იზრდება: 1979 წლის შემდეგ საფრანგეთში ქვეყნდებოდა ძირითადი მისი ნამუშევრები, 1993 წელს ისრაელში შეიქმნა მისი ნამუშევრების შემსწავლელი საზოგადოება, ხოლო 1997 წელს საფრანგეთში, გამოიცა ალმანახის "ფონდანის ბლოკნოტების" რამდენიმე გამოცემა.

ლიტერატურა მწერალზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jutrin M. Benjamin Fondane, ou, Le périple d’Ulysse. Paris: A.-G. Nizet, 1989
  • Sevenant A. van. Il filosofo dei poeti: l’estetica di Benjamin Fondane. Milano: Mimesis, 1994
  • Farina G. Benjamin Fondane e le gouffre: un emigrante nella metafisica dell’esistenza. Roma: Artemide, 2003
  • Lucescu Boutcher A. Rediscovering Benjamin Fondane. New York: P. Lang, 2003
  • Beary P. Benjamin Fondane, au temps du poème. Lagrasse: Verdier/Les Amis de L'Éther Vague, 2006.
  • Grün E. La route chez Tristan Tzara, Benjamin Fondane et Ilarie Voronca. Cordes-sur-Ciel: R. de Surtis, 2006.
  • Thélot J. Ou l’irrésignation. Benjamin Fondane. Montpellier: Éditions Fissile, 2009
  • Benjamin Fondane, poète, essayiste, cinéaste et philosophe. Paris: Mémorial de la Shoah, 2009
  • Beray P., Janover L. Retrouver Fondane. Arles: Les Éditions de La Nuit, 2010
  • Jutrin M. Avec Benjamin Fondane au-delà de l’histoire, ou, Les carnets d’Ulysse, 1924—1944. Paris: Parole et silence, 2011

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 IMSLP — 2006.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 The Fine Art Archive — 2003.
  5. Czech National Authority Database
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #119291258 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.