შინაარსზე გადასვლა

ბენკულუ (ქალაქი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბენკულუ
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Gading Cempaka[1] [2] , Kampung Melayu[3] [2] , Muara Bangka Hulu[3] [2] , Ratu Agung[4] [2] , Ratu Samban[4] [2] , Selebar[1] [2] , Singaran Pati[4] , Sungai Serut[4] [2] და Teluk Segara[3] [2]
კოორდინატები 3°47′44″ ს. გ. 102°15′33″ ა. გ. / 3.79556° ს. გ. 102.25917° ა. გ. / -3.79556; 102.25917
მმართველი Helmi Hasan
დაარსდა 18 მარტი, 1719
ფართობი 151.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2±1 მეტრი
მოსახლეობა 360 495 (2015)[5]
ოფიციალური საიტი http://bengkulukota.go.id
ბენკულუ (ქალაქი) — ინდონეზია
ბენკულუ (ქალაქი)

ბენკულუ — ინდონეზიის პროვინცია ბენკულუს დედაქალაქი. სიდიდით მეორე ქალაქი კუნძულ სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე პადანგის შემდეგ. ადრე ეს ტერიტორია ინდერაპურის სამეფოსა და ბანტენის სასულთნოს გავლენის ქვეშ იყო. ქალაქში 1939 წლიდან 1942 წლამდე გადასახლების პერიოდში ცხოვრობდა სუკარნო. ქალაქის ფართობია 151,70 კმ² და 2010 წლის მონაცემებით ცხოვრობს 308 544 ადამიანი, 2020 წლის აღწერით 373 591 ადამიანი. ოფიციალური შეფასებით 2023 წლის შუა რიცხვებში მისი მოსახლეობა შეადგენდა 391 117 ადამიანს, მათ შორის 197 489 მამაკაცი და 193 628 ქალი. ბენკულუ ერთადერთი ქალაქია პროვინციაში.

ქალაქი ბენკულუ ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ 1685 წელს დააარსა (ბრიტანელებმა მას ბენქულინი უწოდეს), ქალაქი მათი ახალი სავაჭრო ცენტრი იყო რეგიონში. XVII საუკუნეში, ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია ბანტენის პორტიდან აკონტროლებდა ვაჭრობას სუმატრის სამხრეთ ლამპუნგის რეგიონში, რომელიც მდებარეობდა მეზობელი კუნძულ იავის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. 1682 წელს ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის რაზმმა თავდასხმა მოაწყო ბანტენზე. ადგილობრივი გვირგვინოსანი კრონპრინცი დანებდა ჰოლანდიელებს, რომლებმაც იგი სულთნად აღიარეს. ჰოლანდიელებმა გააძევეს ბანტენში მყოფი ყველა სხვა ევროპელი, რამაც ბრიტანელები იძულებული გახადეს დაეარსებინათ ბენკულუ. 1714 წელს ბრიტანელებმა ბენკულუში ააშენეს მარლბოროს ციხესიმაგრე.

სავაჭრო ცენტრი არასოდეს ყოფილა ფინანსურად მომგებიანი, მისი შორს მდებარეობისა და წიწაკის მოპოვების სირთულის გამო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბრიტანელები განაგრძობდნენ იქ ყოფნას, რაც გაგრძელდა ერთ საუკუნეზე მეტ ხანს და საბოლოოდ გადასცეს ჰოლანდიელებს 1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულების ფარგლებში, რათა ყურადღება გაემახვილებინათ მალაკაზე. ედმუნდ რობერტსი, აშშ-ის პირველი წარმომადგენელი შორეულ აღმოსავლეთში, 1832 წელს ეწვია ბენკულუს. როგორც დღევანდელი ინდონეზიის დანარჩენი ნაწილი, ბენკულუ რჩებოდა ჰოლანდიის კოლონიად მეორე მსოფლიო ომამდე.[6]

სუკარნო (შემდეგ ინდონეზიის პირველი პრეზიდენტი) 1930-იან წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა ჰოლანდიელი კოლონიზატორების მიერ 1930-იან წლებში, მცირე ხნით ბენკულუშიც. სუკარნო სწორედ ბენკულუში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ფატმავათს.

ეს რეგიონი დაბალ სიმაღლეზე მდებარეობს და ჭაობიანია. XIX საუკუნის შუა პერიოდში, მალარია და მასთან დაკავშირებული დაავადებები ფართოდ იყო გავრცელებული. ბენკულუ მდებარეობს სუნდის რღვევის ზონაში და მიდრეკილია მიწისძვრებისა და ცუნამის მიმართ. 2000 წლის ივნისის ენგანოს მიწისძვრამ სულ მცირე 100 ადამიანი შეიწირა. ბოლო ანგარიშის თანახმად, ბენკულუ რისკის ქვეშაა მოქცეული იმ ზღვისქვეშა მიწისძვრების გამო, რომლებიც სუმატრის სანაპიროზე იქნა პროგნოზირებული. 2007 წლის სექტემბერში ბენკულუში მიწისძვრების სერია მოხდა, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ბენკულუს ფართობია 151.70 კვ. კმ. და მდებარეობს კუნძულს სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე. პროვინციის სანაპირო ხაზი დაახლოებით 525 კმ სიგრძისაა. ქალაქი ბენკული მდებარეობს ბუკიტ-ბარისანის ქედსა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროს შორის.

ბენგკულუს მდებარეობს ეკვატორული კლიმატური სარტყელში და ახასიათებს მთელი წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი ნალექი.

ჰავის მონაცემები — Bengkulu
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 31.3 31.8 31.8 32.0 32.1 31.9 31.7 31.6 31.3 31.0 31.0 30.9 31.5
საშუალო დღიური °C 26.6 26.9 26.9 27.2 27.3 26.9 26.5 26.5 26.6 26.5 26.6 26.5 26.8
საშუალო დაბალი °C 22.0 22.1 22.1 22.5 22.5 21.9 21.4 21.5 21.9 22.1 22.2 22.1 22.0
საშუალო ნალექი (მმ) 314 270 301 285 234 189 186 205 238 363 412 363 3 360
წყარო: [7]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბენკულუ 2010 წლის აღწერის დროს შედგებოდა რვა ადმინისტრაციული რაიონისგან (kecamatan), ხოლო შემდეგ, მეცხრე რაიონი (სინგარან-პატი) ჩამოყალიბდა არსებული გადინგ-ჩემპაკის რაიონის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილიდან. რაიონები მოცემულია ქვევით მათი ფართობებით და მოსახლეობის რაოდენობით 2010 წლის და 2020 წლის აღწერების მიხედვით, აგრეთვე ოფიციალური შეფასებებით 2023 წლის შუა პერიოდისთვის. ცხრილი ასევე მოიცავს ადმინისტრაციული სოფლების (kelurahan) რაოდენობას თითოეულ რაიონში და მათ საფოსტო ინდექსებს.

კოდირაიონის
სახელი
ფართობი
კმ2
მოსახლეობა
2010
მოსახლეობა
2020
მოსახლეობა
2023
სოფლების
რაოდენობა
საფოსტო
კოდი
17.71.01სელებარი46.3646,21179,49889,480638211, 38213,
38214, 38216
17.71.05კამპუნგ-მელაიუ23.1428,37243,98647,8906 38215, 38216
17.71.02გადინგ-ჩემპაკა14.4278,76738,84838,9205 38221, 38225,
38229
17.71.06რატუ-აგუნგი11.0249,25550,56249,9508 38223, 38224,
38227, 38228
17.71.07რატუ-სამბანი2.8424,62421,34421,1909 38221, 38222,
38223, 38227
17.71.09სინგარან-პატი14.44(a)41,30440,9406 38221, 38224,
38226, 38229
17.71.03ტელუკ-სეგარა2.7623,99822,04122,00013 !38113 - 38119
17.71.08სუნგაი-სერუტი13.5321,98125,25525,7207 38119
17.71.04მუარა-ბანგკა-ჰულუ23.1835,33650,66355,0207 38121, 38122,
38125, 38126
სულ151.70308,544373,591391,11767
  1. 1 2 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1145.
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 2. Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Per Provinsi, Kabupaten/Kota dan Kecamatan Seluruh Indonesia // Peraturan Menteri Dalam Negeri Nomor 6 Tahun 2008 tentang Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan — გვ. 44.
  3. 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1146.
  4. 1 2 3 4 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1147.
  5. The Master Book of Indonesian Territory Data 2015
  6. Roberts, Edmund (1837). Embassy to the Eastern Courts of Cochin-China, Siam, and Muscat. New York: Harper & Brothers, გვ. 34. 
  7. Bengkulu climate: Average Temperature, weather by month, Bengkulu water temperature - Climate-Data.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 December 2021. ციტირების თარიღი: 25 December 2021