ბენი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სტელა როუზ ბენეტი
BENEE (50117380403) (cropped).jpg
ბენი 2020 წლის თებერვალში
დაბადების სახელი სტელა როუზ ბენეტი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 2000
ოკლენდი, ახალი ზელანდია
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2017-დღეს

სტელა როუზ ბენეტი [1] (დ. 30 იანვარი, 2000[2]) პროფესიულად ცნობილი როგორც ბენი (BENEE) - ახალ ზელანდიელი მომღერალი. თავიდან ცნობილო იყო როგორც Bene, მისი სოლო დებიუტი შედგა 2017 წელს სინგლით „Tough Guy“. პირველად ლოკალურ პოპულარობას მიაღწია სინგლებით „Glitter“ და „Soaked“, 2019 წელს საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა სინგლით „Supalonely“ TikTok-ის პლატფორმის დახმარებით. 2020 წლის ნოემბერში გამოუშვა პირველი ალბომი „Hey U X“, აქამდე ორი EP გამოუშვა - „Fire on Marzz“ 2019 წლის ივნისში პროდიუსერ ჯოშ ფაუნტენის დახმარებით და „Stella & Steve“ იმავე წლის ნოემბერში. 2019 და 2020 წელს New Zealand Music Awards-ზე გაიმარჯვა საუკეთესო სოლო არტისტის, საუკეთესო პოპ-მომღერლის და წლის სინგლის ნომინაციებში.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება: 2000-2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტელა როუზ ბენეტი დაიბადა და გაიზარდა ოკლენდში, ახალი ზელანდია. [3]. იზრდებოდა "ძალიან მუსიკალურ ოჯახში" [4], სადაც პოპულარობით სარგებლობდა Radiohead, Bjork და Groove Armada. რვა წლიდან სწავლობდა გიტარაზე დაკვრას, მაღალ კლასებში დაიწყო საქსოფონზე დაკვრის სწავლა. შემდგომში მუსიკას მთლიანად დაანება თავი და პრიორიტეტად წყალბურთი აირჩია. [5] მისი თქმით წყალბურთი "მისი ცხოვრება" იყო და ახალ ზელანდიას წყალბურთის ნაკრებშიც წარმოადგენდა. [6] მუსიკის დაწერით დაინტერესდა 17 წლის ასაკში, როდესაც გადაწყვიტა, რომ არ უნდოდა პროფესიონალური წყალბურთელის კარიერა. დადიოდა კათოლიკურ სკოლაში გოგონებისთვის - წმ. მარიამის სახ. კოლეჯში, სადაც მუსიკა ოთხი წლის განმავლობაში სავალდებულოდ შეისწავლება.

კარიერის დასაწყისი: 2017-2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენიმ მუსიკალური კარიერა "Soundcloud"-ზე ქავერების დადებით დაიწყო, საკუთარი მუსიკის დაწერა დაიწყო 17 წლის ასაკში. პროფესიონალური მუსიკოსის კარიერის დაწყება იმის შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოკლენდის ტექნიკური უნივერსიტეტის კომუნიკახიის ფაკულტეტზე სწავლა ორი კვირის შემდეგ მიატოვა და, თავისი თქმით, "ცხოვრების მეოთხედის კრიზისი" განიცადა.[7]. მისმა მუსიკამ მიიქცია პროდიუსერ ჯონ ფაუნტენის ყურადღება, რომელთანაც ერთად ის შემდგომში მუშაობდა სინგლებზე "Tough Guy" და "Soaked". მის კარიერაში პირველი მოხვედრა ჩართში 2018 წელს მოხდა სინგლით "Soaked" #58-ე ადგილზე. [8]

2019 წლის თებერვალში გამოვიდა ლილი ალენის ოკლენდის კონცერტზე. ასევე ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლ "Republic Records"-თან. პირველი EP "Fire On Marzz" იმავე წლის 28 ივნისს გამოუშვა "Bene"-ს სახელით. მეორე "e" შემდგომში "წარმოთქმის გასაადვილებლად" და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაამატა. [9] EP-მ #13-ე ადგილი დაიკავა ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტში და #75-ე ავსტრალიის ალბომების ჩარტში. ამ ჩანაწერით მან ასევე მოიპოვა 2019 წლის ახალი ზელანდიის საუკეთესო ახალი არტისტის, საუკეთესო პოპ არტისტის და წლის სინგლის ჯილდოები.

ბენის მომდევმო EP, "Stella & Steve" 2019 წლის 15 ნოემბერს გამოვიდა. EP-ში შედის სინგლი "Supalonely", რომელმაც 2020 წლის მარტში "TikTok"-ის ვიდეო პლატფორმაზე საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა.[10] ეს მისი მეორე სიმღერა იყო, რომელიც პლატფორმაზე გახდა ცნობილი, პირველი სინგლი "Glitter" იყო 2019 წლის დეკემბერში. 2019 წელს ის ასევე ამერიკელი მომღერლის, ქონან გრეის ტურში მონაწილეობდა ცხრა კონცერტის განმავლობაში.

2020-დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენის პირველი ტური ჩრდილოეთ ამერიკაში ამერიკელი მომღერლის, რემი ვულფის მხარდაჭერით გაუქმდა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით. 2020 წელს შედგა ბენის ტელევიზიური დებიუტი "The Tonight Show, starring John Falton"-ზე, სადაც მან გას დაპერტონთან ერთად "Supalonely" შეასრულა.[11] COVID-19-ის პანდემიის ლოქდაუნის დროს, ზაფხულში მან გამოუშვა სინგლები "Night Garden" და "Snail". 2020 წელს მეორედ მოიგო ახალი ზელანდიის საუკეთესო სოლო არტისტის, საუკეთესო პოპ არტისტის და წლის სინგლის (Supalonely) ჯილდოები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]