ბენიდორმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ბენიდორმი
Benidorm
Neguri Gane.JPG
დროშა გერბი
Bandera de Benidorm.svg Escut de Benidorm.svg

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
დაქვემდებარება ვალენსია
[[ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება]] ალიკანტეს პროვინცია
კოორდინატები 38°32′03″ ჩ. გ. 0°07′53″ დ. გ. / 38.53417° ჩ. გ. 0.13139° დ. გ. / 38.53417; -0.13139
მმართველი აგუსტინ ნავარო ალვადო
2007 წ (ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია)
ფართობი 38.51კმ² კმ²
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 73 768 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 1900 კაცი/კმ²
ეთნოქორონიმი Benidormense
სასაათო სარტყელი UTC+1U
საფოსტო ინდექსი 03501-03508
საავტომობილო კოდი A
ოფიციალური საიტი benidorm.org
ბენიდორმი — ესპანეთი
ბენიდორმი

ბენიდორმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში. განლაგებულია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მარინა-ბაჯას რაიონში. ის პატარა ქალაქია და წარმოადგენს ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ტურისტულ დედაქალაქს.

ბენიდორმი არის ცათამბჯენების ქალაქი ესპანეთში. მას უწოდებენ „ხმელთაშუა ზღვისპირეთის ნიუ-იორკს“, რადგან ნიუ-იორკის შემდეგ მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში კვადრატულ მეტრზე ცათამბჯენების მიხედვით.

ბენიდორმი არის ესპანეთის და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული ტურისტული ქალაქი თავისი სანაპირო პლაჟებითა და ღამის ცხოვრების წყალობით. ის მადრიდისა და ბარსელონას შემდეგ მესამე მნიშვნელოვანი ქალაქია ესპანეთში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თქვენ შეგიძლიათ ამ ქალაქში მოხვედრა N-332, AP-7 გზა და CV-70 გზის მეშვეობით.

ამას გარდა, მას გააჩნია მუნიციპალიტეტში მრავალი გაჩერება და სადგური ალიკანტეს მეტროპოლიტრნში. თავისი მიკროკლიმატის წყალობით ქალაქს აქვს პრივილეგირებული მდგომარეობა. ზომიერი ზამთრის და ზაფხულში ზღვის რბილი ჰაერის კომბინირების წყალობით ამ ადგილას გონივრულად აღმოცენდა ახალი, თანამედროვე, წყნარი და კომფორტული ქალაქი.

ბენიდორმის ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილი თავდაპირველად განლაგდა ხმელთაშუა ზღვის ლამაზ სანაპიროზე, მშვენიერი თოსალ-დელა-კალას ყურის პირდაპირ. აქვე მდებარეობს ძველი ციხესიმაგრე ორად გაყოფილი კლდოვანი დაბოლოებით და მთაგრეხილი, რომელიც ამ ადგილებს იცავს გაბატონებული ლევანტის ან ცივი ჩრდილოეთის ქარებისაგან, რის შედეგადაც გაზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის მიკროკლიმატი მეტისმეტად რბილი და მაღალია ვიდრე დანარჩენ სანაპიროსა და ზღვის წყლებზე. ბენიდორმის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ კონფიგურაციას ქმნის მთები, რომელიც გარს აკრავს სიერა-ჰელადას ბუნებრივ პარკს აღმოსავლეთით, სიერა-კორტინას და პუგ კამპანას ჩრდილოეთით და თოსალ-დელა-კალას დასავლეთით. იცავს მას ქარის მოქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია მისი სასიამოვნო კლიმატის შეცვლა.

ბენიდორმის მიმზიდველობა მდგომარეობს მის სამ პლაჟში, რომელიც ევროსაბჭოს სამი ცისფერი დროშით არის გამორჩეული. ეს პლაჟებია: ლევანტი, პონიენტი და მალ-პაზას სანაპიროები. ამას ემატება ცოცხალი და მრავალფეროვანი რამის ცხოვრება.

საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენიდორმის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ დასახლებებს: ალფას-დელ-პი, ლა-ნუცია, ფინესტრატი, ბენიმანტელი, პოლოპი, ვილაჰოიოსა და ალტეა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენიდორმის კლიმატი არის თბილი და ნახევრადმშრალია. ხმელთაშუა ზღვის ნიავის გავლენით სიცხე არ შეიგრძნობა. კლიმატი მშრალია, წელიწადში ნალექების რაოდენობა შეადგენს 300 მმ-ს. ბენიდორმში 3000-ზე მეტი საათი მზიანი დღეა წელიწადში და საშუალო წლიური ტემპერატურა 18,9. ზამთარში ტემპერატურა მერყეობს მაქსიმალური 16-20 ° C მინიმალურ 6-10 ° C შორის. ზაფხულის განმავლობაში, მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28-33 ° C და მინიმალურ 18-23 ° C შორის. ზაფხულის დროს ყველაზე მეტი ნაწილი ცნობილია, როგორც "ტროპიკული ღამის" ეფექტი (მინიმალური ტემპერატურა ამ დროს 20 ° C მაღალია).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენიდორმის ციხე-სიმაგრე, ტორე პუნტა დელ კავალი
1435 წლის ისტორილი წყარო, რომელიც გვამცნობს 1325 წ. წერილის შესახებ. წერილის თანახმად ამ დროისათვის უკვე არსებობდა ბენიდორმი

ისტორიაში პირველად მოიხსენიება ბენიდორმი შუა საუკუნეებში. ტერმინი ბენიდორმი უნდა წარმოადგენდეს იბერიულ-რომაულ ნაშთს. რეგიონზე გავლენა მოუხდენია არაბ დამპყრობლებს. რეკონკისტას პერიოდში ჩანს, რომ არაგონიის მთავარს დაუპყრია ალიკანტეს პროვინციის ნაწილი, მათ შორის ბენიდორმის მიწები 1245 წ. მოგვიანებით ამ მიწების დიდი ნაწილი გადაეცა ადმირალ ბერნარდო სარიას, რომელიც დიდი ფეოდალი ყოფილა. ადმირალი ითვლება ბენიდორმის დამფუძნებლად. ისტორიული წყაროების თანახმად, მას 1325 წელს დაუარსებია ქალაქი და ციხე-სიმაგრე ამ ადგილას. როგორც ირკვევა, იგი წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

მე-XV ს. მოსახლეობამ განიცადა ბერბერი მეკობრეების ორი საშინელი თავდასხმა - 1410 წ. და 1448 წ. მეკობრეებმა ბენიდორმის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაატყვევეს 1448 წ. თუმცა ქალაქი მთლიანად არ გაუკაცრიელებულა. მოგვიანებით, აღადგინეს და შეაკეთეს ციხე-სიმაგრე, მაგრამ მომდევნო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ბენიდორმი განიცდიდა ოსმალი და ბერბერი მეკობრეების განუწყვეტელ თავდასხმებს.

მე-XVII ს. შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ეს დამოკიდებული იყო 1666 წელს დიდი საირიგაციო სისტემის შექმნასთან, რის შედეგადაც ზღვის წყლები გადასროლილ იქნა რეგიონის მიმართულებით.

XVIII საუკუნისათვის აქაური მეთევზეები ცნობილი გახდნენ მთელს ესპანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ტექნიკა, რომელსაც მეთევზეები იყენებდნენ ისლამური პერიოდით თარიღდება. თევზჭერის წარმატებამ და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ბენიდორმის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ქალაქი გახდა კაპიტანთა და გემთმშენებელთა ბაზა. ამ ყველაფერმა შექმნა რეგიონის სიმდიდრის პირობები. შექმნილმა პირობებმა რეგიონის დემოგრაფიული ექსპანსია გამოიწვია. 1715 წელს ბენიდორმში 216 მცხოვრები ჩანს, რომელთა რაოდენობა მე-XVIII ს. ბოლოს 2700-მდე გაზრდილა.

1952 წლისათვის თევზჭერის წარმოება დაეცა. ქალაქის თვითმმართველობამ გაჭირვების თავიდან დაღწევის მიზნით მრავალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიმართული იყო ტურისტული ბაზრის განვითარებისაკენ. დღეისათვის ქალაქი ევროპისა და ესპანეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კურორტია. აქ ყოველწლიურად 5 მლნ. ტურისტი სტუმრობს, რაც ესპანეთს ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წილია

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]