შინაარსზე გადასვლა

ბენიგნო ფილომენო დე როხასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენიგნო ფილომენო დე როხასი
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1811(1811-02-13)
დაბადების ადგილი Santiago de los Caballeros
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 1865(1865-10-30) (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანტო-დომინგო
მოქალაქეობა  დომინიკელთა რესპუბლიკა

ბენინიო ფილომენო დე როხას რამოსი (დ. 11 თებერვალი, 1821 — გ. 30 ოქტომბერი, 1865) — დომინიკელი იურისტი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი. იგი მსახურობდა დომინიკელთა რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურად 1865 წლის 24 იანვრიდან იმავე წლის 24 მარტამდე. მანამდე, 1858 წლიდან 1861 წლამდე, მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა პრეზიდენტ პედრო სანტანას ადმინისტრაციაში.

1854 წელს იგი იყო დომინიკის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი.[1]

იგი დაიბადა ქალაქ სანტიაგოში 1811 წლის 13 თებერვალს. მისი მშობლები იყვნენ კარლოს დე როხას ვალერიო და მარია ანტონია რამოს ნაზარიო. მისი ოჯახი ქვეყნიდან 1822 წლის ჰაიტის შემოჭრის შემდეგ წავიდა. მოზარდობისას იგი საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში, სადაც განათლება მიიღო და შეითვისა ინგლისური და ამერიკული კონსტიტუციონალისტური მოძღვრებები, გარდა ამისა, მან შეიძინა ადმინისტრაციული გამოცდილება, როგორც ბრიტანეთის მთავრობის მოხელემ. 1846 წელს ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, იგი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე განათლებული სიბაოელი (Cibaeño) ინტელექტუალი და თავისი ყურადღება სახელმწიფოს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ რეფორმაზე გაამახვილა.

იგი დომინიკის რესპუბლიკაში 1844 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა. იგი იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი სიბაოს რევოლუციის (Cibaeño Revolution) მანიფესტისა, რომელსაც სიბაოელი ლიბერალები ბუენავენტურა ბაესის წინააღმდეგ აწარმოებდნენ. ამ რევოლუციის გამარჯვებამ განსაზღვრა რესპუბლიკის დედაქალაქის გადატანა სანტო-დომინგოდან სანტიაგოში. მას ეკავა თანამდებობები სენატში. 1858 წელს იგი თავმჯდომარეობდა დამფუძნებელ კონგრესს, რომელიც ქალაქ მოკაში შეიკრიბა და პრეზიდენტად ხოსე დესიდერიო ვალვერდე აირჩია. ამ მთავრობაში მას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა, იგი იყო იურისტი და ამ პროფესიას წარმატებით ეწეოდა. 1861 წელს მან გააპროტესტა ესპანეთის მმართველობის აღდგენა. იგი გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დაუჭირა დომინიკის რესტავრაციის ომს და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა. იგი იყო პრეზიდენტ გასპარ პოლანკოს ოპერაციების ხელმძღვანელი.

ეს იყო ხანმოკლე მმართველობა. მისი ინიციატივით, სკოლები შეიქმნა თითოეულ ქალაქსა და პროვინციის დედაქალაქში. მან წვლილი შეიტანა განათლების ხელშეწყობაში. მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავებისას მან დააარსა დაწყებითი და საშუალო სკოლები. მას ჰქონდა სხვა პროექტებიც საკომუნიკაციო გზების გასაუმჯობესებლად, თუმცა მათი განხორციელება ვერ შეძლო. იგი ქვეყანას მართავდა 1865 წლის 24 იანვრიდან 1865 წლის 24 მარტამდე.

პრეზიდენტ ხოსე ანტონიო სალსედოს მიერ თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, იგი საცხოვრებლად მოკაში წავიდა. რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მას სამჯერ ეკავა. იგი გარდაიცვალა სანტო-დომინგოში, 1865 წლის 30 ოქტომბერს.

  1. Tejada, Adriano Miquel. (12 May 1990) Manual del legislador Dominicano. Universidad Católica Madre y Maestra.