ბენიამინ გოგიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბენიამინ გოგიშვილი
დაბ. თარიღი 6 აპრილი 1925(1925-04-06)
დაბ. ადგილი მარანი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 28 ოქტომბერი 1982(1982-10-28) (57 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბენიამინ გოგიშვილი (დ. 6 აპრილი, 1925, აბაშის რაიონი, სოფელი მარანი — გ. 28 ოქტომბერი, 1982, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, გეოლოგ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ–გეოლოგიური ფაკულტეტი. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიური მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1976 წლიდან იყო ჰიდროთერმული პროცესებისა და მინერალთა სინთეზის განყოფილების გამგე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონიგრაფიის ავტორი; საქართველოში ორი ახალი მიმართულების (ჰიდროთრმულად შეცვლილი ქანების პეტროლოგია და ექსპერ. მინერალოგია) ფუძემდებელი; შეისწავლა კავკასიური სხვადასხვა ტიპის ენდოგენური საბადოები, შეიმუშავა რეგიონული მეტალოგენიური ანალიზისა და საბადოების პროგნოზირების ახლებური საფუძვლები, დაადგინა ფერადი იშვიათი და კეთილშობილი ლითონების ფორმირების კანონზომიერებები; მისი გამოკვლევები საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ოქროს საბადოების ძებნასა და პროგნოზირებას; შეიმუშავა ბუნებრივი მორდენიტის ტიპის ცეოლითის, ნატრიუმიანი მეტასილიკატისა და ვულკანური მინისაგან მინერალების მიღებისა და გალენიტის გადამუშავების იაფი და ეფექტური მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Некоторые вопросы генезиса рудных месторождений Сомхитско-Карабахскоий и Гагра-Джавской тектонических зон (ავტორი). - Тбилиси, 1979

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]