ბენზიდინი
იერსახე
| ბენზიდინი | |
| ზოგადი | |
|---|---|
| სისტემური სახელწოდება | 4, 4'-დიამინოდიფენილი |
| ტრადიციული სახელწოდება | ბენზიდინი |
| ქიმიური ფორმულა | C12H12N2 |
| მოლური მასა | 184.24 გ/მოლი |
| ფიზიკური თვისებები | |
| სიმკვრივე | 1.25 გ/სმ³ |
| თერმული თვისებები | |
| დნობის ტემპერატურა | 122 °C |
| დუღილის ტემპერატურა | 400 °C |
| კლასიფიკაცია | |
| CAS | 92-87-5 |
| PubChem | 7111[1] |
ბენზიდინი, 4, 4'-დიამინოდიფენილი — ორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით C12H12N2.
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბენზიდინი უფერო, ბზინვარე კრისტალებია. ჰაერზე და სინათლის მოქმედებით იჟანგება, მუქდება. მისი დნობის ტემპერატურაა 122°C, დუღილისა კი 400°C. კარგად იხსნება სპირტში, ეთერში. ღებულობენ ჰიდრაზობენზოლის იზომერაციით.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბენზიდინი მნიშვნელოვანი ნახევარპროდუქტია აზოსაღებრების წარმოებაში, იყენებნ აგრეთვე ანალიზურ ქიმიაში სხვადასხვა კატიონისა და ანიონის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის (ისინი ჟანგავენ ბენზიდინის შეფერილ ნაერთებად, ძლიერმჟავა გარემოში ყვითლად და ნეიტრალურში — ლურჯად). ბენზოდინი კანცეროგენული ნივთიერებაა, ჰაერში მისი დასაშვები ზღვრული კონცენტრაციაა 1 მგ/მ³.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 305.
- Кнунянц И. Л. и др. т.1 А-Дарзана // Химическая энциклопедия. — М.: Советская энциклопедия, 1988. — 623 с. — 100 000 экз. (რუსული)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბენზიდინი - უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge