ბენეფისი
იერსახე
ბენეფისი (ფრანგ. bénéfice — „მოგება“, „სარგებელი“) — სანახაობა, სპექტაკლი, რომლის შემოსავალი (სპექტაკლის ხარჯების გამოკლებით) მთლიანად ან ნაწილობრივ (ნახევარბენეფისი) გადაეცემა ერთ ან რამდენიმე მსახიობს — ბენეფიციანტს. ბენეფისი პირველად შემოიღეს საფრანგეთში 1735 წელს.
რუსეთის იმპერიაში ბენეფისი პრაქტიკაში შევიდა 1783 წლიდან (1809 წლამდე გადაეცემოდა ასევე დრამატურგებსა და კომპოზიტორებს). 1908 წელს საიმპერატორო თეატრებში ბენეფისი გააუქმეს. სსრკ-ში ბენეფისი გაუქმდა 1925 წელს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების მე-5 სრულიად საკავშირო ყრილობის დადგენილებით.
ბენეფისი ასევე ეწოდება პიროვნების იუბილეზე მისდამი მიძღვნილ წარმოდგენას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 305.
- Бенефис // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 315.